Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კომპანია Philips-მა განაცხადა, რომ მუშაობს 55-დუიმიან მონიტორ Philips Momentum 559M1RYV-ზე, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად Xbox-კონსოლების ახალი თაობისთვის. მონიტორს აქვს 4K გაფართოების მხარდაჭერა 120 კადრით, აგრეთვე ფუნქცია Xbox Game Mode, რომელიც ახდენს გამოსახულების ოპტიმიზაციას კონსოლზე და Ambiglow, რომელიც თამაშის პროცესში ჩაფვლას უწყობს ხელს. მონიტორში ინტეგრირებული იქნება Bowers & Wilkins-ის დინამიკები. 

პარტნიორული კავშირების მენეჯერმა მეთ კესელრინგმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს Philips-თან თანამშრომლობას, რათა დააკამყოფილოს Xbox-ის მომხმარებლების ინტერესები. ამგავრი პარტნიორობის მთავარი ამოცანაა ისეთი მონიტორის შექმნა, რომელიც ადაპტირებული იქნება ახალი თაობის Xbox Series X/S კონსოლებთან. Sony-ს მხრიდან არ წამოსულა არანაირი საპასუხო რეაქცია, ამჟამად Xbox კონსოლები შესამჩნევად კარგად გამოდის ბაზარზე, თუკი მათ გასულ თაობასთან შევადარებთ, სადაც სიტუაცია სრულიად საპირისპირო იყო. 

ჯერჯერობით, მონიტორის გამოშვების ზუსტი თარიღი ან ფასი არ არის გამოცხადებული. ამავდროულად, Philips-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე მოცემულია გეიმინგ-მონიტორის გვერდი, მაგრამ მითითებულია, რომ პროდუქტი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.