Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft საძიებო სისტემა Bing-ში ნერგავს სმარტ-დამხარეს, რომელიც ფუნქციონალით Cortana-ს მსგავსი იქნება და კონკურენციას გაუწევს Apple-ის Siri-ს და Google-ასისტენტს. ეს ბოტი, რომელსაც ჯერჯერობით უბრალოდ Chat-ს უწოდებენ, დამყარებულია Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის ესქპერიმენტალურ სისტემაზე და განკუთვნილია ინფორმაციის ძიებაში მომხმარებლების დახმარებისთვის. ძიების პროცესში ბოტი არა მხოლოდ მინიშნებებს გააკეთებს მოთხოვნის მთავარ თემასთან დაკავშირებით, არამედ დამატებით სასარგებლო ინფორმაციას მოგაწვდით. 

image.jpeg 

რესურს Windows Latest-მა შეამოწმა Microsoft-ის ახალი ქმნილება, Windows 10-ის მოთხოვნაზე ბოტმა პასუხი გასცა თანამედროვე ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ახალი კომპიუტერის შესახებ, ხოლო თხოვნაზე - მოეძებნა 900 აშშ დოლარამდე ღირებულების ლეპტოპი - ბოტის შემოთავაზება იყო Lenovo Yoga 3 Pro, როგორც ჩანს მას Microsoft Surface-ის არსებობა დაავიწყდა. ბოტმა ასევე იცის Windows 10 Sun Valley განახლების შესახებ და გვთავაზობს რეკომენდაციებს განახლებისთვის. 

Chat ბოტი არის ბოტის ევოლუცია, რომელიც Microsoft-მა შექმნა Bing-ისთვის 2017 წელს. ჩეთის ფუნქციონირება ამჟამად შეზღუდულია და ჯერჯერობით გაურკვეველია როდის აპირებს Microsoft მის ოფიციალურად დამატება Bing-ში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.