Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Microsoft-მა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში დაიწყო ZeniMax Media-ს შესყიდვის პროცესი, რომელშიც შედის სხვადასხვა სტუდია, მათ შორის Bethesda Softworks. თუმცა, მხოლოდ ახლა შეუძლია კომპანიას ოფიციალურად განაცხადოს, რომ გარიგება წარმატებით დასრულდა და სტუდიები მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გადმოვიდა, მათ მიერ გამოშვებული თამაშები კი ექსკლუზივები იქნება Xbox-ისთვის. 

ფილ სპენსერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ Bethesda-ს ახალი თამაშები შეიძლება მართლაც გახდეს კონსოლის ექსკლუზივები, თუმცა კომპანია არ აპირებს ხელი შეუშალოს სტუდიას თამაშებზე მუშაობის პროცესებში, ან როგორმე შეცვალოს სისტემა, რომლის მიხედვით მუშაობას უკვე შეჩვეულია სტუდიის წამომადგენელთა გუნდი.  

შესყიდვის პროცესი კიდევ ორი თვის განმავლობაში უნდა გაჭიანურებულიყო, მაგრამ ევროპის კომისიამ ანტიმონოპოლიურ სამსახურთან ერთად გარიგება მოსალოდნელზე სწრაფად დაამტკიცა. გარიგების ღირებულება შეადგენს 7.5 მილიარდ აშშ დოლარს. 

გარდა ამისა, Microsoft-ის მფლობელობაში გადავა შემდეგი სტუდიები: id Software, Arkane Studios, Tango Gameworks, MachineGames, ZeniMax Online Studios, Alpha Dog Games და Roundhouse Studios. შესაძლებელია, მიმდინარე წელს PlayStation-მა მართლაც დაკარგოს უპირატესობა ექსკლუზიური თამაშების რაოდენობის მხრივ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.