Jump to content

Recommended Posts

Posted

Amazon-ის გენერალური დირექტორის პოსტის დატოვების შემდეგ ჯეფ ბეზოს შეძლებს მეტი დრო დაუთმოს Blue Origin-ის კოსმოსურ პროგრამას. SpaceX-ის დამფუძნებელმა ლონ მასკმა აღიარა, რომ ის თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს კოსმოსის ათვისების მცდელობაში ხარჯავს. მხოლოდ ბილ გეისი მოუწოდებს მილიარდერებს მეტი ყურადღება მიაქციონ მიწიერ პრობლემებს. 

image.jpeg 

ბილ გეითსმა დაკარგა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი აქტიური საქვემოქმედო საქმიანობის გამო და იგი ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს Forbes-ის რეიტინგში. პირველი ადგილი კი იცვლება ჯეფ ბეზოსსა და ილონ მასკს შორის. პლანეტის ორივე უმსხვილესი მილიარდერი დიდ ინტერესს იჩენს კოსმოსური ძიების მიმართ, SpaceX-ის დამფუძნებლის გეგმები მარსის კოლონიზაციას ისახავს მიზნად. 

როგორც CNBC-მ აღნიშნა, Microsoft-ის დამფუძნებელმა თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში შეაქო ლონ მასკის მცდელობა გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში, რადგან მან დიდი წვლილი შეიტანა ელექტრომობილებისა და მზის ენერგიის პოპულარიზაციაში. ამავე დროს, გეითსმა აღნიშნა, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა რაკეტების დახმარებით არ შეიძლება. 

გეითსის თანახმად, სამგზავრო მანქანების ელექტრო ძრავზე გადაყვანა გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების მხოლოდ მესამედს წყვეტს და ეს ყველაზე მარტივი ნაწილია. ფოლადის, ცემენტისა და ხორცის წარმოება არანაკლებ საზიანო გავლენას ახდენს კლიმატზე, ვიდრე მანქანების ექსპლუატაცია, მაგრამ გაცილებით მეტ ძალისხმევას საჭიროებს გარემოს დაცვა. კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობაზე საუბრისას ბილ გეითსმა თქვა, რომ მას ურჩევნია ექვივალენტური თანხა დახარჯოს გაჭირვებული ადამიანებისთვის ვაქცინების შესაძენად, რითაც ვინმეს სიცოცხლე გადაარჩენს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.