Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-მა დააპატენტა გარდაცვლილი ადამიანების კლონირების იდეა. ხელოვნური ინტელექტი გააანალიზებს ადამიანის კომუნიკაციის მანერას, ხასიათს, ხმას და შეიძენს მის იერსახეს. 

image.jpeg 

პატენტის სახელწოდებაა "Creating a Conversational Chatbot of a Specific Pers" და მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დამკვეთმა კომპანიას გადასცეს ინფორმაცია ადამიანის შესახებ: მიმოწერები, ხმოვანი შეტყობინებები, პირადი ჩანაწერები, ფოტოები, ხელოვნური ინტელექტი კი მათ გააანალიზებს, შეისწავლის და მოახდენს პიროვნების კოპირებას. 

კომპანია ასევე გეგმავს მომხმარებლის გარეგნობის შექმნას მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი პირის ფოტოსურათების საფუძველზე. ეს იქნება ერთგვარი რობოტი, რომელიც ასახავს მისთვის გადაცემულ პიროვნებას. 

დაპატენტებული ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას Microsoft-ის მიერ გარდაცვლილი ადამიანის ციფრული კლონის შესაქმნელად, ასეთმა სერვისებმა შეიძლება პოპულარობა მოიპოვონ მომავალში. 

უნდა აღინიშნოს, რომ ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ პატენტია, ანუ ასეთი პროექტის განხორციელებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. მაგრამ ის ფაქტი, რომ Microsoft-ს დაგეგმილი აქვს გარდაცვლილი ადამიანების "კლონირება", საოცარია, რადგან მსგავს რამეს   მხოლოდ ტელევიზორში, სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ვხედავდით. ამჟამად კომპანიების ხედვა სცდება ფანტასტი მწერლების ჩანაფიქრებს - არის თუ არა მსგავსი რამ პროგრესის მაჩვენებელი? 

  • Upvote 1
Posted

ესეიგი ზუსტად ის ხდება რაც black mirror-ში

მაგარი სერიებია , რაც მომავალში მოხდება ყველაფერი ნაჩვენებია

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.