Jump to content

Recommended Posts

Posted

ყოველგვარი ანონსის გარეშე კომპანია Intel-მა დესკტოპ-პროცესორების ასორტიმენტში დაამატა კიდევ ერთი მეათე თაობის წარმომადგენელი Core i3-10100F. ეს პროცესორი საინტერესოა იმით, რომ ყველაზე იაფი ოთხბირთვიანი ჩიპია LGA 1200 პლატფორმისთვის: მისი საცალო საბაზრო ფასი, პირველი შემოავაზების თანახმად, 100 აშშ დოლარზე იაფი იქნება. 

image.jpeg 

Core i3-10100F პროცესორის შესახე ინფორმაცია გამოჩნდა Intel-ის პროდუქციის მონაცემთა ბაზაში ვებ-გვერდ ark.intel.com-ზე. იქვე არის მოყვანილი სრული მახასიათებლები: 4 ბირთვი და 8 ნაკადი, საბაზისო სიხშირე 3.6 გჰც, მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში 4.3 გჰც, მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა - 6 მბ და 65-ვატიანი სითბური პაკეტი. ფაქტობრივად, Core i3-10100F იმეორებს აპრილში გამოშვებული Core i3-10100 ჩიპის მახასიათებლებს ერთი განსხვავები - ახალ ვერსიაში დეაქტივირებულია ინტეგრირებული გრაფიკუი ბირთვი. 

მოკლედ, Core i3-10100F ინტერესს იწვევს სულ სხვა მიზეზით. უმცროსი LGA 1200 ოთხბირთვიანი Core i3-10100 შეფასებული იყო 122 აშშ დოლარად. ამჯერად კი სრულფასოვანი ოთხბირთვიანი რვანაკადიანი პროცესორი ახალი პლატფორმისთვის გაცილები იაფად გაიყიდება. Intel-ს ჯერჯერობით არ დაუსახელებია ახალი დაბალბიუჯეტური პროცესორის ოფიციალური ფასი. 

როგორც ჩანს, Core i3-10100F ჩიპის გაყიდვა უახლოეს დროში დაიწყება. მისი შეკვეთა უკვე შესაძლებელია ევროპის ზოგიერთ მაღაზიაში, სადაც მისი ფასები ამჟამად 85 $-დან (დღგ-ს გარეშე) იწყება. 

image.jpeg 

ცხადია, Core i3-10100F პროცესორის გამოშვებით Intel-ს სურს დამატებით გააძლიეროს საკუთარი პოზიციები ბიუჯეტურ სეგმენტში. ახალი ჩიპი იქნება ხელმისაწვდომი ვარიანტი Core i3-10100-თან შედარებით. ამგვარი სისტემა საკმაოდ საინტერესო ვარიანტი იქნება მასიური სისტემების აწყობის კუთხით. 

Posted

თითქმის 7700 დონისაა ეგ პროცესორი გეიმინგში, ნუ 6700 ჯობია ნამდვილათ

Posted

i3 ლოგიკურია და კარგია 4 ბირთვით და 8 ნაკადით, მაგრამ ეს ქარხანა მიკუკული ინტელი ამ 2 ბირთვიან სელერონებს რატომ არ ეშვება? :D 

სელერონის დამზადებას რომ იწყებს რატომ ავიწყდება რომ 2020 წელია და 2 საცოდავი ბირთვი ოფისს და ბრაუზერსაც აღარ ყოფნის ნორმალურად უკვე :D 

Posted

ალბათ იმიტომ რომ ეგ პრეროგატივა პენტიუმს დაუთმო ლოლ, ნუ აქვს ამდ ათლონი 2 ბირთვიანი 2 თრიდზე 50$ ვეგას ინტეგრირებულით, ეგენიც დროა 4 ბირთვზე მაინც გადავიდნენ 8 თრიდი თუ არ ემეტებათ, ნუ ყველაზე იაფიანებზე ვგულისხმობ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.