Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ისა და ევროკავშირის უფლეამცველმა ორგანოებმა განაცხადეს აკრძალული საქონლით მოვაჭრე 179 პირის დაკავების შესახებ. 

ოპერაციაში, სახელწოდებით Operation DisrupTor, მონაწილეობდნენ შესაბამისი პირები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან. 

image.png 

სპეცოპერაციის შედეგად კონფისკებულ იქნა 6 მლნ 500 ათას აშშ დოლარზე მეტი, 64 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 500 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოვლინდა ოპოიდების უკანონო მიწოდების სქემაც - ეს გახლავთ ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ძლიერ შეჩვევას და მისგან ბევრი ადამიანია გარდაცვლილი. ოფიციალური პირების განცხადები ორ მესამედზე მეტი პირი აშშ-ის ფარგლებში დააკავეს. 

Darknet-გამყიდველების ანგარიშები გამოვლინდა და გადაეცა რეალურ პირებს, რომლებიც ყიდიან არალეგალურ საქონელს ისეთ darknet-საიტებზე, როგორიცაა AlphaBay, Dream, WallStreet, Nightmare, Empire, White House, DeepSea, Dark Market და სხვა. 

ოპერაცია DisrupTor-ის შედეგად დაპატიმრდა 121 პირი შეერთებულ შტატებსა და კანადაში, 42 - გერმანიაში, 8 - ნიდერლანდში, 4 - დიდ ბრიტანეთში, 3 - ავსტრიასა და 1 - შვედეთში. ოფიციალური განცხადებით, გამოძიების მსვლელობისას შესაძოა კიდევ გამოვლინდნენ და დაპატიმრდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები. 

ევროპოლი აცხადებს:  

დარქნეტის ოქროს საუკუნე დასრულდა“. 

Posted
16 minutes ago, Magdalena said:

დარქნეტის ოქროს საუკუნე დასრულდა

სანამ მოთხოვნაა მანამ იარსებებს მსგავსი გამყიდველები, ეგრე მარტივად არ ხდება მათი დაჭერა/დაშინება

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.