Magdalena Posted September 29, 2020 Posted September 29, 2020 აშშ-ისა და ევროკავშირის უფლებამცველმა ორგანოებმა განაცხადეს აკრძალული საქონლით მოვაჭრე 179 პირის დაკავების შესახებ. ოპერაციაში, სახელწოდებით Operation DisrupTor, მონაწილეობდნენ შესაბამისი პირები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან. სპეცოპერაციის შედეგად კონფისკებულ იქნა 6 მლნ 500 ათას აშშ დოლარზე მეტი, 64 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 500 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამოვლინდა ოპოიდების უკანონო მიწოდების სქემაც - ეს გახლავთ ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ძლიერ შეჩვევას და მისგან ბევრი ადამიანია გარდაცვლილი. ოფიციალური პირების განცხადებით ორ მესამედზე მეტი პირი აშშ-ის ფარგლებში დააკავეს. Darknet-გამყიდველების ანგარიშები გამოვლინდა და გადაეცა რეალურ პირებს, რომლებიც ყიდიან არალეგალურ საქონელს ისეთ darknet-საიტებზე, როგორიცაა AlphaBay, Dream, WallStreet, Nightmare, Empire, White House, DeepSea, Dark Market და სხვა. ოპერაცია DisrupTor-ის შედეგად დაპატიმრდა 121 პირი შეერთებულ შტატებსა და კანადაში, 42 - გერმანიაში, 8 - ნიდერლანდში, 4 - დიდ ბრიტანეთში, 3 - ავსტრიასა და 1 - შვედეთში. ოფიციალური განცხადებით, გამოძიების მსვლელობისას შესაძლოა კიდევ გამოვლინდნენ და დაპატიმრდნენ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირები. ევროპოლი აცხადებს: „დარქნეტის ოქროს საუკუნე დასრულდა“. https://bit.ly/3cAgPwt Quote
Gogla1990 Posted September 29, 2020 Posted September 29, 2020 16 minutes ago, Magdalena said: დარქნეტის ოქროს საუკუნე დასრულდა სანამ მოთხოვნაა მანამ იარსებებს მსგავსი გამყიდველები, ეგრე მარტივად არ ხდება მათი დაჭერა/დაშინება Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.