Jump to content

Recommended Posts

Posted

პოპულარულმა რესურსმა Windows Central-მა გაასაჯაროვა Microsoft-ის მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლების გამოსვლის დრო და ფასები. ესენია ფლაგმანური Xbox Series X და ნაკლებად ძვირადღირებული Xbox Series S. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, ადრე კორპორაციამ Xbox Series X-ის რელიზის დროდ ოფიციალურად დაასახელა მიმდინარე წლის ნოემბერი, თუმცა ზუსტი თარიღი არ გაუხმაურებია. ამავე დროს, Xbox Series S-ის არსებობა Microsoft-ს არ დაუდასტურებია, თუმცა ამ ვერსიის მზადების შესახებ სხვადასხვა წყარო ავრცელებდა ცნობებს. 

ამჯერად კი Windows Central აცხადებს, რომ ორივე მოწყობილობა 10 ნოემბერს გამოვა. Xbox Series X კონსოლის ფასი 499 აშშ დოლარს შეადგენს. რეგიონების მიხედვით კონსოლი ხელმისაწვდომი გახდება Xbox All Access სქემის ანახმად, მომხმარებლები შეძებენ კონსოლის შეძენა Xbox Live Gold-ის გამოწერასთან ერთად, რომლის ფასი თვეში 35 აშშ დოლარი იქნება. 

image.jpeg 

რაც შეეხება შედარებით ნაკლები ფასის მქონე Xbox Series S-ს, ამ ვერსიის საცალო ფასი დაახლოებით 299 აშშ დოლარი იქნება. Xbox All Access პროგრამის ყოველთვიური გადასახადი კი 25 აშშ დოლარს შეადგენს. 

ნოემბერში ახალი აობის Xbox კონსოლების გამოშვება Microsoft-ს უზრუნველყოფს კარგი გაყიდვებით წინასადღესასწაულო სეზონზე. ცხადია, ეს მოწყობილობები, რომლებსაც დიდხანს ელოდა დაინტერესებული საზოგადოება, დიდი მოხოვნით ისარგებლებს მთელ მსოფლიოში გეიმინგის მოყვარულთა შორის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.