Magdalena Posted September 10, 2020 Posted September 10, 2020 პოპულარულმა რესურსმა Windows Central-მა გაასაჯაროვა Microsoft-ის მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლების გამოსვლის დრო და ფასები. ესენია ფლაგმანური Xbox Series X და ნაკლებად ძვირადღირებული Xbox Series S. შეგახსენებთ, ადრე კორპორაციამ Xbox Series X-ის რელიზის დროდ ოფიციალურად დაასახელა მიმდინარე წლის ნოემბერი, თუმცა ზუსტი თარიღი არ გაუხმაურებია. ამავე დროს, Xbox Series S-ის არსებობა Microsoft-ს არ დაუდასტურებია, თუმცა ამ ვერსიის მზადების შესახებ სხვადასხვა წყარო ავრცელებდა ცნობებს. ამჯერად კი Windows Central აცხადებს, რომ ორივე მოწყობილობა 10 ნოემბერს გამოვა. Xbox Series X კონსოლის ფასი 499 აშშ დოლარს შეადგენს. რეგიონების მიხედვით კონსოლი ხელმისაწვდომი გახდება Xbox All Access სქემის თანახმად, მომხმარებლები შეძლებენ კონსოლის შეძენას Xbox Live Gold-ის გამოწერასთან ერთად, რომლის ფასი თვეში 35 აშშ დოლარი იქნება. რაც შეეხება შედარებით ნაკლები ფასის მქონე Xbox Series S-ს, ამ ვერსიის საცალო ფასი დაახლოებით 299 აშშ დოლარი იქნება. Xbox All Access პროგრამის ყოველთვიური გადასახადი კი 25 აშშ დოლარს შეადგენს. ნოემბერში ახალი თაობის Xbox კონსოლების გამოშვება Microsoft-ს უზრუნველყოფს კარგი გაყიდვებით წინასადღესასწაულო სეზონზე. ცხადია, ეს მოწყობილობები, რომლებსაც დიდხანს ელოდა დაინტერესებული საზოგადოება, დიდი მოთხოვნით ისარგებლებს მთელ მსოფლიოში გეიმინგის მოყვარულთა შორის. https://bit.ly/35msv4t Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.