Jump to content

Recommended Posts

Posted

მომდევნო თაობის გეიმინგ კოსოლების ოფიციალური ფასები ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ PlayStation 5 500 აშშ დოლარად გაიყიდება, რასაც დაბალ ფასს ვერ ვუწოდებთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კონსოლში წარმოდგენილია თანამედროვე მაკომპლექტებლები, სწრაფი დისკი და ბევრი სხვა კომპონენტი. გავრცელებული ცნობებით Sony კომპრომისზე წავიდა და აირჩია ნაკლები წარმადობის სისტემა. იაპონური კომპანიისგან განსხვავებით Microsoft გაცილებით ძირადღირებულია და კომპანია იძულებული უნდა იყოს ავისი კონსოლი 600 აშშ დოლარად გაყიდოს, თუმცა წყაროების ინფორმაცია საპირისპიროა. 

image.png 

ტექნიკური ანალიტიკოსების აზრით ამჯერად Microsoft-ი ვა-ბანკზე მიდის: კომპანია დემპინგს აპირებს. რა ფასიც არ უნდა მოიხოვოს Sony- PlayStation 5-ზე, Xbox Series X კონსოლი მასზე 100 აშშ დოლარით იაფად გაიყიდება. ეს ფაქტი მოულოდნელია, თუმცა სავსებით რეალიზებადი. ამერიკული კორპორაციის ანგარიშზე 136 მლრდ აშშ დოლარი ცოცხალი ფულია. 100 აშშ დოლარით ღირებულების შემცირების გამო 2 მლრდ აშშ დოლარის დაკარგვა საბაზრო ღირებულებაზე დიდ გავლენას არ მოახდენს, სამაგიეროდ ბევრ მომხმარებელს უბიძგებს აირჩიონ ყველაზე სწრაფი და გაცილებით იაფი კონსოლი. 

რაც შეეხება Sony-ს, ამჟამად გეიმინგ კონსოლების გაყიდვა და გეიმინგ მარკეტი ერთადერთი მიმართულებებია (ფილმების გადაღების გარდა), რომელთაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მოგება მოაქვ. ფასების ომი იაპონური კომპანიისთვის ხელმისაწვდომი არ არის. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.