Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-ი ემზადება  Surface Book 3-სა და Surface Go 2-ს წარდგენისთვის. გავრცელებული ცნობები მიგვითითებს, რომ კომპანია აპირებს გამოიყენოს Intel-ის უახლესი მეათე თაობის პროცესორები Surface Book 3-ში, რომელსაც ექნება 32 გბ-მდე ოპერატიული და 1 ტბ-მდე შიდა მეხსიერება. არსებული ინფორმაციის თანახმად Surface Book 3-ის ზოგიერთ მოდელში კომპანია Nvidia Quadro ჩიპებს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებული ლეპტოპები უკეთ მოემსახურება 3D-ანიმატორებს, დიზაინერებსა და ინჟინრებს, რომელთაც ისეთი მძლავრი ვიდეო დაფები სჭირდებათ, რომლებიც ოპტიმიზირებულია ელ რიგ პროფესიონალურ აპლიკაციებზე. 

image.png 

Microsoft ასევე ამზადებს Surface Go 2-ს -  პოპულარული პლანშეტის შთამომავალს. სხვადასხვა საცალო სავაჭრო ქსელში გავრცელებული ცნობების თანახმად კომპანია შემოგვთავაზებს მოდელებს Intel Core m3-ითა და Intel Pentium Gold-ით. Windows Central გვაცნობებს, რომ Surface Go 2-ს ექნება 10.5-დუიმიანი დისპლეი Surface 3-ის მსგავსი თხელი ჩარჩოებით.  

მიიჩნევა, რომ მოწყობილობის ზომა ორიგინა Surface Go-ს მსგავსია,  ასე რომ არსებული აქსესუარებ და Type Cover მოქმედი იქნება Surface Go 2-ზეც. Intel Core m3 მოდელს ექნება 8 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერება, ასევე დამატებითი LTE მოდემი. 

კომპანიასთან დაახლოებუი წყაროების ინფორმაციით, Microsoft-ი ახალი Surface-ის წარდგენას მომდევნო თვეში აპირებს, თუმცა ეს გეგმა შესაძლოა შეიცვალოს პანდემიის გამო. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.