Magdalena Posted April 23, 2020 Posted April 23, 2020 Microsoft-ი ემზადება Surface Book 3-სა და Surface Go 2-ს წარდგენისთვის. გავრცელებული ცნობები მიგვითითებს, რომ კომპანია აპირებს გამოიყენოს Intel-ის უახლესი მეათე თაობის პროცესორები Surface Book 3-ში, რომელსაც ექნება 32 გბ-მდე ოპერატიული და 1 ტბ-მდე შიდა მეხსიერება. არსებული ინფორმაციის თანახმად Surface Book 3-ის ზოგიერთ მოდელში კომპანია Nvidia Quadro ჩიპებს გამოიყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხსენებული ლეპტოპები უკეთ მოემსახურება 3D-ანიმატორებს, დიზაინერებსა და ინჟინრებს, რომელთაც ისეთი მძლავრი ვიდეო დაფები სჭირდებათ, რომლებიც ოპტიმიზირებულია მთელ რიგ პროფესიონალურ აპლიკაციებზე. Microsoft ასევე ამზადებს Surface Go 2-ს - პოპულარული პლანშეტის შთამომავალს. სხვადასხვა საცალო სავაჭრო ქსელში გავრცელებული ცნობების თანახმად კომპანია შემოგვთავაზებს მოდელებს Intel Core m3-ითა და Intel Pentium Gold-ით. Windows Central გვაცნობებს, რომ Surface Go 2-ს ექნება 10.5-დუიმიანი დისპლეი Surface 3-ის მსგავსი თხელი ჩარჩოებით. მიიჩნევა, რომ მოწყობილობის ზომა ორიგინალი Surface Go-ს მსგავსია, ასე რომ არსებული აქსესუარები და Type Cover მოქმედი იქნება Surface Go 2-ზეც. Intel Core m3 მოდელს ექნება 8 გბ ოპერატიული და 128 გბ შიდა მეხსიერება, ასევე დამატებითი LTE მოდემი. კომპანიასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, Microsoft-ი ახალი Surface-ის წარდგენას მომდევნო თვეში აპირებს, თუმცა ეს გეგმა შესაძლოა შეიცვალოს პანდემიის გამო. https://www.theverge.com/2020/4/20/21224794/microsoft-surface-book-3-go-2-launch-specs-rumors?fbclid=IwAR0CSTjp6I__ev47G7nRkR-XFNthRMUdUcOdSVKqB63uKbLKkZgDgx-Gy98 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.