Jump to content

Recommended Posts

Posted

შეერთებული შტატების პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების მართვის სააგენტომ (USPTO კორპორაცია Microsoft-ს მიანიჭა პატენტის უფლება პლანშეტური კომპიუტერებისთვის განკუთვნილ ახალ აქსესუარზე -  ეს გახლავთ დამცავი გარეკანი გაფართოებული ფუნქციებით. 

image.jpeg 

დოკუმენტის სახელწოდებაა „მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი გარეკანი ინტეგრირებული მზის პანელით“ (Mobile device cover with integrated solar panel). პატენტზე განაცხადი სააგენტოში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში, თუმცა საპატენტო უფლება მასზე მხოლოდ ახლა გაიცა. 

ტექნოლოგიური გიგანტი გვთავაზობს, მოხდეს მზის პანელის ინტეგრირება პლანშეტის სადგამში. როგორც ილუსტრაციაზე ვხედავთ, კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მზის ელემენტების მასივის გამოყენება 2 × 2 მატრიცის სახით. 

ინტერნეტ-წყაროები მიიჩნევენ, რომ ეს ბატარეები შეძლებს ენერგიის გამომუშავებას როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ განათებაზე. შესაძლებელი იქნება პლანშეტის დამუხტვა ართულ ან გამორთულ მდგომარეობაში.  

image.jpeg 

რასაკვირველია, ინტეგრირებული მზის პანელები ბოლომდე ვერ დააკმაყოფილებს კომპიუტერის მოთხოვნილებებს მუშაობის პერიოდში, თუმცა მათი წყალობით გახანგრძლივდება ავტონომიური მუშაობის დრო. გარდა ამისა, ახალი აქსესუარი, მართალია ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დამუხტავს გაჯეტს, როდესაც იგი ელექტროენერგიის წყაროსგან მოშორებით იქნება. 

სავარაუდოდ, ხსენებული სიახლე წარმოდგენილი იქნება მომდევნო თაობის Microsoft Surface Pro პლანშეტებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.