Jump to content

Recommended Posts

Posted

უახლოეს მომავალში მოსალოდნელია AMD Adrenalin 2020 Edition გრაფიკული დრაივერების პაკეტის მორიგი განახლება, რომლის შედეგად, გავრცელებული ცნობების თანახმად, ხელმისაწვდომი გახდება გაზრდილი გეიმინგ წარმადობა არა მარტო Navi თაობის ახალ ვიდეო ბარათებში, არამედ მათ წინამორბედ Polaris-ისა და Vega-ს მოწყობილობებშიც. 

image.jpeg 

რესურს VideoCardz-ის თანახმად, წარმადობის ზრდა შესაძებელი გახდება ახალი ფუნქცია Radeon Boost-ის წყალობით, რომელიც დიდი ალბათობით დაფუძნებულია HiAgo Boost ტექნოლოგიაზე. ამ უკანასკნელის ფუნქციონირება გულისხმობს გეიმინგ წარმადობის ოპტიმიზაციას გრაფიკული ადაპტერისადმი მიმართული მთელი რიგი ბრძანებების ცვლილებით. შედეგად ხდება გაფართოების ცვლილება და უზრუნველყოფილია კადრების საჭირო რაოდენობა. 

AMD-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული აღწერის მიხედვით Radeon Boost ხელმისაწვდომი იქნება Radeon RX 400 სერიისა და მის ზემოთ არსებული ვიდეო ბარათებისთვის, აგრეთვე ინტეგრირებულ გრაფიკულ ქვესისტემა APU Ryzen 2000-სა და მასზე ახალ ვერსიებში. სისტემა თავსებადია ოპერაციულ სისტემა Windows 7-სა და Windows 10-თან, თუმცა ფუნქციონირებს მხოლოდ გეიმინგ აპლიკაციებში. 

ამგვარად, ახალი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წარმადობის დონის ზრდას ყველა სუსტ და მოძველებულ ვიდეო ბარათებშიც კი, გამოსახულების ხარისხის შესახებ კი ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. 

  • Like 2
  • Thanks 1
  • Upvote 1
Posted

როდისთვის გამოვა ნეტა მე ველოდები ❤️

Posted
41 minutes ago, Magdalena said:

ს მიხედვით Radeon Boost ხელმისაწვდომი იქნება Radeon RX 400 სერიისა და მის ზემოთ არსებული ვიდეო ბარათებისთვის

ეს ხო აქ უკვე თუ რამე სხვაა? როცა რეზოლუციას რეალურად აკლებს და მერე აფსქეილს უკეთებს. 100-70% ფარგლებშია შესაძლებელია ხარისხის ცვლილება. ფპს-ს საკმაოდ უმატებს და ვიზუალი ძალიანაც არ ფუჭდება.

წინ AMD!

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.