Jump to content

Recommended Posts

Posted

3570K- დან გადავედი 3770-ზე. ხო და რა ხდება ახლა. rdr2-ში რა სეთინგებითაც ვთამაშობდი იგივე სეთინგზე გაუშვი ამ ახალ i7-ზეც. ფპს უფრო დაბალი მომცა ვიდრე ძველ cpu-ზე. შევედი მერე აი სურათზეა რაცაა, მაჩვენებს 4 ბირთვს, მერე შევედი msi ამ პროგრამაში და აქაც 4 ბირთვს მაჩვენებს 8-ის მაგივრად. რაშია საქმე კაცურად გამარკვიეთ. cpuz ამას მაჩვენებს 

Снимок.JPG

1.JPG

Снимок2.JPG

რევიზიაც რაღაც სტრანნი წერია. შეიძლება რო პროგრამა სხვას გაჩვენებდეს და რეალურად სხვა პროცესორი იყოს?

core 4 არ უნდა ეწეროს და threads 8?

Posted

რაღაცა არეულია აშკარათ, მანდ 2 ბირთვია ჩართული და 4 თრიდი, ბიოსში ხომ არ ახურებს რამე, ეგ გაუთიშე არ ჭირდება თავისით იპოვის რამე თუ არ უბერავს, მაქედან ვერაფერს გაასწორებ შედი ბიოსში და ნახე რა ხდება, მერე გაანულე თუ არაფერმა უშველა სეტინგები და ისევ შეიხედე გასწორდა თუ არა, ეს პროგრამა გადმოწერე და დააგდე მაგის სკრინშოტიც: https://www.alcpu.com/CoreTemp/CoreTemp64.zip

აი ესე უნდა იყოს თუ ყველაფერი სწორათაა მარტო სიხშირე ექნება სხვა:

khL3SuB.png

დაბენჩე აბა რა ქულებს იძლევა cpu-z ბენჩში, 4100 გიყენია ბიოსიდან თუ ჯერ ვერ მიხვედი მაგ სტადიამდე, 41 ნამრავლე უნდა გადაიყვანო, მგონი მეტი არაფერი არ უნდა, ეგ 3770 თუ არ ვცდები ესე დგება 41-41-42-43 ნამრავლზე ანუ ორი თრიდი დაჟე 4.3 კი მუშაობს, 4 4200 და 8 თრიდი ერთად უკვე 4100, ბევრი აყენებს ზუსტათ 41-41-42-43, მაგ შემთხვევაში პატარა მატება კიდე აქვს 1-2 ბირთვზე, ჩემი იდეაში მარტო 37-37-38-39 დგება მაგრამ თავიდან ინტელმა მიცა ნება Z სერიის მაზერებზე ბიოსიდან 39-39-39-39 დაყენების საშვალების, მეც ეგ რევიზიის მიკროკოდი დავიტოვე და კი მუშაობს ხოშიანათ 3900MHZ 7 რევიზიის მიკროკოდით და ბოლო ბიოსით, ვინმეს თუ ქონდა შეხება 4770 ეცოდინება რომ როგორც წესი 3700 უბერავენ ეგ პროცესორები თუ K ვერსია არაა რომელიც რაზგონდება, 4790 კი მგონი 3.8 ადისო ანუ ჩემზე ნელია დაჟე

  • Thanks 1
Posted

გავასწორე :) რამდენიმე დღის წინ, ვიღაც ჭკვიანის ვიდეოს უყურებდი rdr2 როგორ გაუშვათ ფრიზების გარეშეო და სურათში რაცაა ის მონიშნა 4-ზე. მაშინ i5 მქონდა და დაიმახსოვრა ეტყობა. მოუხსენი პწიჩკა და გაეშვა ეგრევე. მანამდე 4 ბირთვზე მუშაობდა 

111.JPG

Posted

ხო არ ჭირდება ეგ, დანარჩენი უკვე ბიოსიდან, რამების სეტინგები და ჩასტოტა, პოვერ ოპციებში პერფორმანსზე უბერავს ჩემთან, მე ყველაფერი ზედმეტი მაინც გამორთული მაქვს ენერგოდამზოგი ფიშკებიდან, ეგრე უფრო გლატკათ უბერავდა ყოველთვის იგრებში

Posted
1 hour ago, George said:

ხო არ ჭირდება ეგ, დანარჩენი უკვე ბიოსიდან, რამების სეტინგები და ჩასტოტა, პოვერ ოპციებში პერფორმანსზე უბერავს ჩემთან, მე ყველაფერი ზედმეტი მაინც გამორთული მაქვს ენერგოდამზოგი ფიშკებიდან, ეგრე უფრო გლატკათ უბერავდა ყოველთვის იგრებში

რაზგონამდე ჯერ არ მივსულვარ. ხელი არ მიხლია 3.9ზე დგას, პროსტა ოპერატიულები გადავიყვანე 1600-ებზე. აი იმ ზედმეტი რაღაცეების გამორთვა არ ვიცი როგორ ხდება. როგორცაა ასეც მყოფნის. red dead გაუშვი ყველაფერი ჰაიზე 60 არ ცდება ქვევით და რავიცი რა ვქთქვა, დავითას თქმის არ იყოს ძაან დიდი სხვაობა მომცა ყველა თამასში. ფორზა ჰორაიზონ 4, ყველაფერი ულტრაზე დააყენა თავისით.  აქამდე უნდა შემეცვალა პროციკა :) 

Posted

ხო მეც არ მაწუხებს პროცესორის ამბავი, 16გბ რამი ისედაც მიყენია და თუ 2K 144 გერციანზე გადავბარგდი უბრალოთ 1080Ti ჩავდგამ უკვე და ეგ იქნება მაინინგიდან, ან 2070 სუპერს დავითრევ, ეგ უკვე როდისთვის ავიღებ მაგ მონიტორს მაგაზე იქნება დამოკიდებული, შემდგომში კი რამე 8 ბირთვიანი და ეგაა მაღალი სიხშირით და შეიძლება დაჟე 32გბ რამით უკვე, მე თან არც სტრიმინგი მჭირდება და არც ონლაინში ვთამაშობ ასე რომ რესურსებიც ნაკლები მინდა რეალურათ, ისე კი 12 თრიდიანი 6 ბირთვიანიც არ იქნება ცუდი ვარიანტი 10000 ინტელის სერიიდან Z490 მაზერზე, გააჩნია როდისთვის შევძლებ ეგეთზე გადასვლას, თუ მაგარი გაიწელა ეგ პროცესი მაშინ 8 ბირთვიან 16 თრიდიანს მაინც ავიღებ, 10 ბირთვიანი იგრებისთვის მაინც მეტისმეტათ მიმაჩნია ამ ეტაპზე, თან მე ეგეთი გამოთვლები სადმე თუ დამჭირდა მარტო გეიმინგში, ამიტომ მაგდენი თრიდი რეალურათ არც არაფერში დამჭირდება ალბათ იგრებში, ისეთი ბრძოლა მიდის ფასების პროცესორების ბაზარზე რომ ეგრე თუ გააგრძელეს მაგარი გაუფასურდება მალე 8 ბირთვიანიც, ლამის 280$ აიღო შეიძლება უვკე ბოლო სერიაც კი, ინტელს ვგულისხმობ, ამდ კიდე უფრო იაფათ ალბათ თუ მანამდე 14 ბირთვიანიც გამოუშვეს მეინსტრიმ სერიიდან, რენდერში კი ბატონო გეიმინგში ჯერ ძალიან ადრეა 10 ბირთვიანის აღებაც კი, რა თქმა უნდა სხვა საქმისთვისაც თუ არ გჭირდება აქტიურათ, ბევრს ვიცი არ ჭირდება ვიდრე კი, დანარჩენი კი უბრალოთ ხოშის პონტში იღებს და ენტუზიაზმის, მე არცერთ კატეგორიას არ მივეკუთვნები, სადაა მაგის ფინანსები, ძალიან ძვირი სიამოვნება იყო ადრეც და ეხლაც ეგეთი სბორკები, 300$ პროცისთვის ჩემთვის პატალოკია ფაქტიურათ და მაგ ფარგლებში ავიღებ შემდგომშიც ალბათ უფრო

  • 6 months later...
Posted

ჯიგრებო ახალი თემა რო არ გავხსნა აქვე გკითხავთ რა. უკვე დაცხა როგორც ხედავთ და ძველებურად რო არ დაემართოს პროცესორს ქულერის ბრუნს მინდა აუწიო და აქედან რომელია აღარ მახსოვს რა. იქნებ მითხრათ, ხელით სად უნდა ჩავწერო? და ახლა რა ტემპერატურაზეც დგას ნორმალურია? 

 

1.JPG

2.JPG

Posted

ტემპიც ნორმალურია და სეტინგების სწორათ გაქვს მონიშნული

Posted
Just now, George said:

ტემპიც ნორმალურია და სეტინგების სწორათ გაქვს მონიშნული

ხო და მინდა რო უფრო სწრაფად იტრიალოს და რომელ გრაფაში უნდა ჩავწერო ეგ მაინტერესებს

Posted

მეოთხე 40% რომ აწერია ეგ უნდა გაზარდო

  • Thanks 1
Posted
Just now, George said:

მეოთხე 40% რომ აწერია ეგ უნდა გაზარდო

გაიხარე მადლობთ. 50 დავაყენებ თორე დაუტვირთავზე 41 არც ისე კარგი უნდა იყოს. თან ნოქტუას ქულერია 2 ფანიანი და კი შეულია :) 

Posted

40-45 ჩემთანაც, ეგ 3.9GHZ და 2133 ოპერები, ფანი 800-900რპმ აიდლზე, როცა ცხელა მერე ადის ავტომატურათ მაღლა, მაგრამ მე მიყენია უბრალო 4 პაიპიანი კულერ მასტერის ჰიპერ T4 კულერი ორი ფანით და კარგი თერმოპასტით მაგრამ მაინც

3MzhHDQ.png

მე ამითი ვაკონტროლებ, ისეთი ფანები მაქვს რომელიც ადვილი საკონტროლოა მაგ უტილიტიდან და სწორათ მაქვს ყველაფერი გაკეთებული, აიდლზე უხმოა, როცა ჭირდება მერე ეწევა მარტო აბაროტები, 60 გრადუსზე ზევით არ ავა მაინც პიკზე, იგრებში მაქს 70 ეგ 35 გრადუსიან სიცხეში, დატესტილი მაქვს ეგ ამბავი ბევრჯერ, ნუ სსდ-ზე ცოტა ცხელია არაფერი უბერავს და დანარჩენი ნორმალურათ გრილდება, პირველი ტემპერატურა ეგ მაზერია, მეორე HDD სსდ, დანარჩენი ორი HDD, ბოლო კი ერთი პროცესორის ბირთვი, ფანების აბაროტებიც მაგაზეა მიბმული, კეისი ძველისძველი ანტეკ 900, ოთახში უკვე 28 გრადუსია

  • 2 weeks later...
Posted

თამაშის დროს ხანდახან 70-ზეც ურტყამს ვიდეოს გრადუსი. რა უშველო, ძაან საგანგაშოა? ოთახში უკვე 28-30 გრადუსამდეა

Снимок.JPG

Posted

მაგ კარტისთვის ნორმაა. მეც ეგ მიყენია ახლა სოფლად და ეგრე ურტყავს ჩემიც. თან ჩემი ძველებური ქეისია და კოშმარი განლაგება აქ. კვება ზევით ყენდება და ზედა მხარე თავისხმრივ სულ დახურულია. gtx 970 მეყენა ცოტა ხნიტ G1 gaming 3 ქულერით რომელიც თბილისში კარგ ქეისში თამაშში 58-59-ზე არ ადიოდა მაქსიმუმ ზაფხულში 61-62 და ამ ქისში იგივე კარტა 70 გრადუსამდე ჩვეულებრივ ადის. თერმოპასტის ბრალი მეგონა, შევუცვალე და საერთოდ არანაირი სხვაობა. ტყუილად დავშალე გაუხსნელი კარტა..

Posted

cpu-ს ქულერს საიდან უნდა მოუმატო გიო მითხარი რა. ან ის -60 რას ნიშნავს? ესენი გამოვაჩინე მარტო 

Снимок.JPG

22.JPG

3 minutes ago, MaKaSaRa said:

თან ჩემი ძველებური ქეისია და კოშმარი განლაგება აქ

მე ვაფშე ქეისის გარეშე მაქ. პირდაპირ მაგიდაზე მილაგია :D 

Posted

მონიტორინგში შედი და მაქედან დააყენე როგორც გინდა.

Posted

i7 3770-ს სტოკზე მაგ ნოქტუას ქულერს სულ რომ მოხსნა ფენები, მანც ვერ გააცხელებ 60 გრადუსზე მეტად, ასე რომ დააყენე ავტომატურზე ბრუნები და დატკბი სიჩუმით ან ნაზი შრიალით :) 

Posted

კეისში მიდევს მე მაგრამ 70 გრადუსზე ზევით ჩემ სუსტ კულერზე არც არასდროს ასულა ტემპრატურა იგრებში 35 გრადუსიან სიცხეშიც კი, ფანის კონყროლი ჩაურთე, თუნდაც ესე:

yUu3KmD.png

პროცესორის კულერი შენ ძლიერი გაქვს და არ უნდა დაჭირდეს ფანის აწევა, ანუ აუტოფანზე უნდა ეყოს, მე ასე მიყენია თუნდაც:

lU1H35b.png

 

QluiYqF.png

 

QP5MCEd.png

თითქოს რთულია მაგრამ ისეთი არაფერი, თუნდაც 5 ფანის დარეგულირება შეგიძლია ეგრე, პრობლემა არაა, 3-4 პინიანებზე მუშაობს ოღონდ მარტო, სხვებზე ვერ დაარეგულირებ ფან კონტროლერის გარეშე მაზერზე cpu ან sys ფანში რომ ჩაარჭო პირდაპირ ფანები, პახოდუ მაზერის,hdd-ssd,cpu ბირთვების ტემპერატურებსაც გიჩვენებს, მე როგორც მიყენია ფანები არ ახმაურდებიან ძალიან თუ არ გახურდება პროცესორი

  • Thanks 1
Posted

კაროჩე მოვხსენი აბლიცოვკა და ეს 2 ქულერი დაუყენე ხამუტებით. ორივე შიგნით უბერავს. სტოკზე ოთახში რა ტემპერატურაცაა ის უჭირავს 28-29. ვიჩერი ჩავრთე და თამაშის დროს 65-70 რო ადიოდა, ამაზე 55 არ აცდენილა. პროცესორი 50-55 ზეა. მემგონი ღირდა, ვიდეოზე არ ვიცი თერმოპასტა რა მდგომარეობაშია

IMG_20200610_183135.jpg

Posted

რამე რო იყოს ამ კარტას რამდენად გავყიდი ახლა? 8გბ ვერსიაა. ნუ რახან თავის ზავაცკოი ქულერები მოხნილი აქ, ალბათ 50 ლარი დააკლდება. მიახლოებითი ფასი მითხრათ იქნებ

Posted

ნორმალური ტემპებია მაგ კარტისთვის, 80 გრადუსზეც კი ადიან ეგენი ზოგიერთი მოდელები, გააჩნია რა ჩასტოტიანია და რა გაგრილება უყენია, სიმართლე რომ გითხრა არც ვიცი რა ღირს ეხლა ეგეთები, 300 ლარის თემა მგონია, შეიძლება 350, იდეალურ მდგომარეობაში როცაა ახალივით 450-500 ლარიც კი ადევს მაიმარკეტზე ეგეთებს 8გბ, ისე კი უფრო 300-350-400 ლარის თემაა მაქს მემგონი, ნუ 50 ლარი უნდა დაუკლო და ეგაა, 300-350 ლარის თემა გამოდის უფრო მემგონი, 8გბ ვერსია რახანაა მინიმალური ფასი 350 ლარია მოხსნილი ფანებით მემგონი, ისე 400 უნდა წასულიყო წესით ეგეთი, რა მოდელია აბა ზუსტათ

Posted
10 hours ago, George said:

 რა მოდელია აბა ზუსტათ

გიგაბიტია რა პრასტოი. არა aurus. მამენტ რო გავყიდო და დავამატო, ისევ რადეონიდან რა უნდა ვიყიდო მაგაზე ძლიერი? ნუ ენვიდიებიდან აირჩევა, მაგრამ წითლებიდან რა არის ახლა მაგაზე ძლიერი, პროცესორმაც რო არ დამალიმიტოს?

Posted

ალბათ 5600XT ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება, პატალოკი კი 5700, ნვიდიადან 1070Ti, 1080 კრაინი ვარიანტია, ახალი მოდელებიდან 1660Ti,1660 super მაგრამ ეგენი უფრო ძვირებია, 5700 უკვე საკმაოთ ძვირია, 5600XT-1660 super-1070Ti ყველაზე იაფათ მაგეებს დაითრევ მემგონი მაინც

  • Upvote 1
Posted

5600 xt ძალიან მაგარი კარტაა, ჩემს ძმას აქვს და ბრდღვნის ფულლ ჰდზე თამაშებს დდ

Posted

rx 580-დან რაიმე ისევ amd-ს კარტაზე გადასვლა ფასში დიდი ნახტომის გარეშე არ გამოვა(თხა გავყიდე თხა ვიყიდე რომ არ გამოვიდეს). ისევ მეორადი nvidia-ს ყიდვა იქნება უმჯობესი. მაგალითად gtx 1070 თუმცა მაგის ფასებსაც რომ გადავხედე ახლა საკმაოდ მაღალია. ამ ამბებამდე 400-450 ლარებში ვნახულობდიხოლმე ნუ 500-ად უეჭველი დაითრევდი კაი ვერსიას და ახლა 700-ზე დაბლა არ შემხვედრია. 5600xt gtx 1080-ის დონეზეა სადღაც და 1080პ მართლა მაგარი კარტაა უბრალოდ მგონია რომ ჩვენთან იაფად ვერ იშოვი. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.