Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Microsoft-მა წარადგინა ლიმიტირებული ვერსიის გეიმინგ კონსოლი Xbox One X. ამ მოწყობილობის გამოშვება ასეთი ორიგინალური დიზაინით ეძღვნება ფილმ  Terminator: Dark Fate”-ის გამოსვლას, რომლის პრემიერაც 31 ოქტომბერს შედგა. როგორც ცნობილია, კონსოლი შეიქმნა Paramount Pictures-თან ერთად. 

image.jpeg 

Xbox One X კონსოლის ლიმიტირებულ სპეციალურ ვერსიას განსაკუთრებული დიზაინი აქვს: მის კორპუსზე გამოსახულია კიბორგ Rev-9-ის თავის ქალა. მოწყობილობის ჩართვისას ტერმინატორის თვალი წითლად ინთება. 

მახასიათებლების მხრივ Xbox One X-ის ლიმიტირებული ვერსია კლასიკურისგან არ განსხვავდება: ეს არის Microsoft-ის უმძლავრესი კონსოლი, რომელიც საშალებას გაძევთ ითამაშოთ 4K-ამაშები 6 ტერაფლოპსი წარმადობის მაჩვენებლის მქონე გრაფიკული პროცესორის წყალობით. კონსოლს AMD-ის რვაბირთვიანი პროცესორი აქვს, რომელიც 2.3 გჰც სიხშირეზე მუშაობს, აგრეთვე აქვს 12 გბ GDDR5 ტიპის ვიდეომეხსიერება. 

image.jpeg 

Xbox One X-ის სპეციალური ვერსიის მოგება შესაძლებელია კონკურსში, რომელიც Twitter-ზე ტარდება 1-15 ნოემბრის განმავლობაში. მომხმარებლებმა უნდა მოახდინონ პუბლიკაციის retweet, მოიწონონ და დაწერონ მის ქვეშ კომენტარი ჰეშეგით - #DarkFateXGears5Sweepstakes, სადაც საიროა მიუთითონ, ვისზე დებენ ფსონს - ადამიანებზე თუ რობოტებზე. ამ დროისთვის თვითს 20 ათასზე მეტი მოწონება, 14 ათასი რეთვითი და 12 ათასი კომენტარი აქვს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.