Magdalena Posted November 5, 2019 Posted November 5, 2019 კომპანია Microsoft-მა წარადგინა ლიმიტირებული ვერსიის გეიმინგ კონსოლი Xbox One X. ამ მოწყობილობის გამოშვება ასეთი ორიგინალური დიზაინით ეძღვნება ფილმ “ Terminator: Dark Fate”-ის გამოსვლას, რომლის პრემიერაც 31 ოქტომბერს შედგა. როგორც ცნობილია, კონსოლი შეიქმნა Paramount Pictures-თან ერთად. Xbox One X კონსოლის ლიმიტირებულ სპეციალურ ვერსიას განსაკუთრებული დიზაინი აქვს: მის კორპუსზე გამოსახულია კიბორგ Rev-9-ის თავის ქალა. მოწყობილობის ჩართვისას ტერმინატორის თვალი წითლად ინთება. მახასიათებლების მხრივ Xbox One X-ის ლიმიტირებული ვერსია კლასიკურისგან არ განსხვავდება: ეს არის Microsoft-ის უმძლავრესი კონსოლი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ითამაშოთ 4K-თამაშები 6 ტერაფლოპსი წარმადობის მაჩვენებლის მქონე გრაფიკული პროცესორის წყალობით. კონსოლს AMD-ის რვაბირთვიანი პროცესორი აქვს, რომელიც 2.3 გჰც სიხშირეზე მუშაობს, აგრეთვე აქვს 12 გბ GDDR5 ტიპის ვიდეომეხსიერება. Xbox One X-ის სპეციალური ვერსიის მოგება შესაძლებელია კონკურსში, რომელიც Twitter-ზე ტარდება 1-15 ნოემბრის განმავლობაში. მომხმარებლებმა უნდა მოახდინონ პუბლიკაციის retweet, მოიწონონ და დაწერონ მის ქვეშ კომენტარი ჰეშთეგით - #DarkFateXGears5Sweepstakes, სადაც საჭიროა მიუთითონ, ვისზე დებენ ფსონს - ადამიანებზე თუ რობოტებზე. ამ დროისთვის თვითს 20 ათასზე მეტი მოწონება, 14 ათასი რეთვითი და 12 ათასი კომენტარი აქვს. https://3dnews.ru/996835 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.