Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-მა დააანონსა Windows Virtual Desktop -  ახალი სერვისი Azure-ის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენს სრულ ვირტუალურ მრავალმომხმარებლიან Windows 10-ს Office 365 ProPlus-თან ერთად. 

კომპანია აცხადებს, რომ სერვისი უზრუნველყოფს წვდომას Microsoft Store-სა და ჩვეულებრივ ბიზნეს-აპლიკაციებთან, რომელთა ორგანიზებაც მოახდინეს მწარმოებლებმა თავიანთი მომხმარებლებისთვის. Microsoft ასევე აღნიშნავს, რომ გეგმაში აქვს დიდი ეკოსისტემის შექმნა: Citrix, CloudJumper, FSLogix, Lakeside Software, Liquidware, People Tech Group და ThinPrint უკვე მუშავდება სერვისში ინტეგრაციისთვის. ვირტუალური დესკტოპის იდეა აგრეთვე ახდენს სტრიმინგ თამაშებისა და ვიდეოსერვისების თანამედროვე ტენდენციის განვითარებას image.jpeg 

როგორც ცნობილია, პროექტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი. Windows Virtual Desktop-ის გამოყენებისას გამორკვეული იქნება მომხმარებლის ადგილმდებარეობა, რათა მონაცემთა დამუშავება განხორციელდეს მასთან არსებულ უახლოეს მონაცემთა ცენტრში. 

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ სერვისი შეერთებულ შტატებში ამოქმედდებოდა, შემდეგ კი ეტაპობრივად ჩაერთვებოდა სხვა ქვეყნებიც. თუმცა, როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა. როგორც WVD-ის მთავარმა ინჟინერმა განაცხადა, სერვისის წინასწარ ვერსიაზე 20 ათასზე მეტმა კომპანიამ გააკეთა შეკვეთა. არალელურად, სერვისმა Microsoft Teams-მა გაფართოებული მხარდაჭერა მიიღო WVD-ის ფარგლებში. 

უამრავ კომანიას საკუთარი რესურსები ქლაუდზე გადააქვს. ეს საშუალებას იძევა დაიზოგოს რესურსი, რადგანაც საიროა სისტემის მხოლოდ ერთხელ მომართვა. დანარჩენი Microsoft-ის ტექნოლოგიური მხარდაჭერის საზრუნავია. მეორე მხრივ, WVD-ისა და სხვა მსგავსი სერვისების ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც ნებისმიერი სახის დარღვევა ინტერნეტ-კავშირის მუშაობისას ავტომატრად ტოვებს მომხმარებელს საქმიანობის შესაძლებლობის გარეშე. 

Microsoft აღნიშნავს, რომ Windows-ის ამოქმედება და მასშტაბირება Azure-ში Office-თან ერთად მხოლოდ რამდენიმე წუთს წაიღებს. კომპანიამ მოახდინა დემონსტრირება, რომ ვირტუალური დესკტოპის გამოყენება შესაძლებელია ისეთ მოწყობილობაში, როგორიცაა Microsoft Surface - სენსორული ეკრანითა და ხმოვანი დამხმარე Cortana-თი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.