Jump to content

Recommended Posts

Posted

როდესაც კომპანია Sony-მ გეიმინგ კონსოლ PlayStation Classic-ის გაყიდვა დაიწყო, მისი ფასი 100 აშშ დოლარს შეადგენდა. სამწუხაროდ, ამ ფასად კონსოლის შეძენის მსურველები ფაქტიურად არ გამოჩნდნენ. გაყიდვების დაწყებიდან მოყოლებული დღემდე იაპონური კომპანია ცდილობდა ამოეყიდა წარმოებული პროდუქციის პირველი პარტია, თუმცა უშედეგოდ. თავდაპირველად კონსოლის ფასი 60 დოლარზე ჩამოვიდა, შემდეგ 50-ზე და კიდევ უფრო ქვემოთ. ივლისის დასაწყისში რამდენიმე მსხვილმა მარკეტმა მოაწყო მარაგების ამოსაყიდი ღონისძიებები, ცდილობდნენ რა - გათავისუფლებულიყვნენ პროდუქტისგან, რომელმაც ვერ გაამართლა ჩადებული დანახარჯები და უბრალოდ ადგილს იკავებდა. აქცია რამდენიმე დღე გაგრძელდა და მაღაზიებმა შეძლეს 25 დოლარად ამოეყიდათ კონსოლების მარაგი. ამჟამად კი გამოცხადდა ოფიციალური ფასდაკლება Amazon-ზე.

დფეფ.png

როგორც ინტერნეტ-წყაროები გვაცნობებენ, ფასდაკლება მუდმივი არ იქნება. დიდი ალბათობით, ეს არის ერთჯერადი აქცია, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება. ექსპერტების აზრით Sony-ს რომ გაყიდვების დაწყებისთანავე კონსოლი 50 აშშ დოლარად შეეფასებინა და ხელმისაწვდომი გაეხადა თამაშების ჩამოტვირთვა თუნდაც სიმბოლურ 1 დოლარად, მომხმარებლების მხრიდან კონსოლზე მასშტაბურად უარის თქმის ალბათობა ბევრად მცირე იქნებოდა.

ამჟამად, PlayStation Classic თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იყიდება: გაყიდვების დაწყების წინ კომპანია აცახდებდა, რომ კონსოლის წარმოება დაახლოებით 30 დოლარად ფასდება.

https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/29854/playstation-classic-nachali-prodavat-nizhe-sebestoimosti

  • Like 1
Posted

სლიმებზე არაა ლაპარაკი. საუბარია სონის პირველ კონსოლზე, რომელის რებუთს დაარქვეს playstation classic და ამაზონზე 30$ ღირს ახლაც აჰა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.