Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, ვირტუალური დამხმარე Microsoft Cortana მთლიანად ჩამოშორდება Windows 10-ს და დამოუკიდებელ აპლიკაციად იქცევა. Cortana-ს ბეტა-ვერსია გამოჩნდა აპლიკაციების მარკეტ Windows Store-ში, საიდანაც მისი ჩამოტვირთვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

image.jpeg 

ეს იმას ნიშნავს, რომ Microsoft ამიერიდან ხმოვანი დამხმარის განახლებას პროგრამული პლატფორმისგან დამოუკიდებლად მოახდენს. ამგვარი მიდგომა Cortana-ს ხელს შეუწყობს ახალი ფუნქციების სწრაფად შეძენაში. Microsoft-ის ვირტუალური დამხმარე ადრეც გვევლინებოდა როგორც ვებ-სერვისი, ამიტომ მისი განახლებები ხდებოდა Windows 10-ის ბირთვში ცვლილებების შეტანის გარეშე. დამოუკიდებელი აპლიკაცია მომხმარებლებს მეტი კონტროლის საშუალებას მიანიჭებს, საჭიროების შემთხვევაში კი მისი მოწყობილობიდან წაშლა პრობლემებთან არ იქნება დაკავშირებული. 

უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციული სისტემისგან ხმოვანი დამხმარის გამოყოფის პროცესი უფრო ადრე დაიწყო - მაშინ, როდესაც Cortana ამოიღეს Windows 10-ის ძიებიდან. გავრცლებული ინფორმაციით, მწარმოებელთა გუნდი გეგმავს მოახდინოს იმ ფუნქციების ინტეგრირება, რომელთა შედეგადაც ხმოვანი დამხმარის საუბარი მეტად ბუნებრივი გახდება. ამის ხარჯზე Cortana-სა და მომხმარებელს შორის დიალოგი უფრო მეტად დაემსგავსება ადამიანებს შორის ჩვეულებრივ საუბარს. 

მიუხედავად იმისა, რომ Cortana გაჩნდა ოპერაციულ სისტემაში ვირტუალური დამხმარის სახით, მან მოგვიანებით სხვადასხვა პლატფორმაზე დაიწყო მუშაობა, მათ შორის iOS-ზე, ინტელექტუალურ ჰაბებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში. Cortana-ს გარდაქმნა დამოუკიდებელ აპლიკაციად შესაძოა გახდეს ვირტუალური დამხმარის განვითარების ერთ-ერთი საშუალება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.