Jump to content

Recommended Posts

Posted

კონფერენცია Xbox E3 2019-ზე Microsoft-მა წარადგინა პერსონალური კომპიუტერებისათვის განკუთვნილი Xbox Game Pass-ის ფასები და საწყისი კომპლექტი. სერვისი უკვე გაშვებულია ბეტა-ტესტირების სახით და მოიცავს არაუმცირეს 10 თამაშისა. სერვისის ღირებულება 9,99 აშშ დოლარია (გარკვეული პერიოდის მანძილზე კი 4,99 დოლარი ეღირება). 

PC ვერსიის Xbox Game Pass-ის ბეტა ტესტირებაში მონაწილე პირებს შეუძლიათ Microsoft-ის ვებ-გვერდზე -> http://bit.ly/2I5JBHE გამოიწერონ სერვისი 1 დოლარად (პირველი თვის გასვლის შემდეგ ფაი 5 დოლარი გახდება). ამ დროისათვის სერვისის შემადგენელ ნაწილად დადასტურებულია შვიდი უკვე გამოსული და სამი მომავალი პროექტი, ესენია: Halo: The Master Chief Collection, Gears 5 და Ori and the Will of the Wisps. საერთო ჯამში კი Microsoft მომხმარებლებს ჰპირდება ასზე მეტი უმაღლესი ხარისხის თამაშისაგან შემდგარ ბიბლიოთეკას. 

image.jpeg 

PC Xbox Game Pass-ში დადასტურებული თამაშების ჩამონათვალი ასეთია: 

  • Halo: The Master Chief Collection (მალე გამოვა); 

  • Gears 5 (მალე გამოვა); 

  • Ori and the Will of the Wisps (მალე გამოვა); 

    • Forza Horizon 4; 

    • Hello Neighbor; 

    • Hellblade: Senua’s Sacrifice; 

    • Sea of Thieves; 

    • State of Decay 2; 

    • We Happy Few; 

    • Ark Survival Evolved; 

    • Imperator: Rome; 

    • Football Manager 2019. 

     image.jpeg

    შეგიძლიათ Microsoft Store-ში იხილოთ PC თამაშები მონიშვნით - Game Pass - ხარისხიანი შემოთავაზებების არჩევანი უკვე არც ისე მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე პროექტი მოძველდა. Microsoft-მა შეთანხმება გააფორმა Bethesda Softworks-თან, Deep Silver-თან, Devolver Digital-თან, Paradox Interactive-სა და Sega-სთან - შედეგად მათი პროდუქტები გამოჩნდება PC Xbox Game Pass სერვისში. 

    ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ გახლავთ. Microsoft-მა მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგინა Xbox Game Pass Ultimate, რომელიც ყველა უპირატესობას ანიჭებდა Xbox Live Gold-სა და Xbox Game Pass-ს. აქამდე ეს სერვისი ბეტა-ტესტირების რეჟიმში იმყოფებოდა, ამჯერად კი Microsoft უკვე მზად არის იგი ყველასთვის ხელმისაწვდომად აქციოს. შესაბამისად, მისი ყოველთვიური გამოწერის შემთხვევაში მომხმარებლები 14,99 დოლარად მიიღებენ სამივე სერვისის - Xbox Live Gold-ის, Xbox Game Pass-ისა და PC Xbox Game Pass-ის უპირატესობებს. 

    image.jpeg 

    დამატებითი ბონუსის სახით სერვისის გამომწერები მიიღებენ 20%-მდე ფასდაკლებას Xbox Game Pass-ის ბიბლიოთეკაში არსებულ თამაშებზე და 10%-მდე - შეღავათ სხვადასხვა კონტენტზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.