Magdalena Posted June 11, 2019 Posted June 11, 2019 კონფერენცია Xbox E3 2019-ზე Microsoft-მა წარადგინა პერსონალური კომპიუტერებისათვის განკუთვნილი Xbox Game Pass-ის ფასები და საწყისი კომპლექტი. სერვისი უკვე გაშვებულია ბეტა-ტესტირების სახით და მოიცავს არაუმცირეს 10 თამაშისა. სერვისის ღირებულება 9,99 აშშ დოლარია (გარკვეული პერიოდის მანძილზე კი 4,99 დოლარი ეღირება). PC ვერსიის Xbox Game Pass-ის ბეტა ტესტირებაში მონაწილე პირებს შეუძლიათ Microsoft-ის ვებ-გვერდზე -> http://bit.ly/2I5JBHE გამოიწერონ სერვისი 1 დოლარად (პირველი თვის გასვლის შემდეგ ფასი 5 დოლარი გახდება). ამ დროისათვის სერვისის შემადგენელ ნაწილად დადასტურებულია შვიდი უკვე გამოსული და სამი მომავალი პროექტი, ესენია: Halo: The Master Chief Collection, Gears 5 და Ori and the Will of the Wisps. საერთო ჯამში კი Microsoft მომხმარებლებს ჰპირდება ასზე მეტი უმაღლესი ხარისხის თამაშისაგან შემდგარ ბიბლიოთეკას. PC Xbox Game Pass-ში დადასტურებული თამაშების ჩამონათვალი ასეთია: Halo: The Master Chief Collection (მალე გამოვა); Gears 5 (მალე გამოვა); Ori and the Will of the Wisps (მალე გამოვა); Forza Horizon 4; Hello Neighbor; Hellblade: Senua’s Sacrifice; Sea of Thieves; State of Decay 2; We Happy Few; Ark Survival Evolved; Imperator: Rome; Football Manager 2019. შეგიძლიათ Microsoft Store-ში იხილოთ PC თამაშები მონიშვნით - „Game Pass“ - ხარისხიანი შემოთავაზებების არჩევანი უკვე არც ისე მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე პროექტი მოძველდა. Microsoft-მა შეთანხმება გააფორმა Bethesda Softworks-თან, Deep Silver-თან, Devolver Digital-თან, Paradox Interactive-სა და Sega-სთან - შედეგად მათი პროდუქტები გამოჩნდება PC Xbox Game Pass სერვისში. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ გახლავთ. Microsoft-მა მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგინა Xbox Game Pass Ultimate, რომელიც ყველა უპირატესობას ანიჭებდა Xbox Live Gold-სა და Xbox Game Pass-ს. აქამდე ეს სერვისი ბეტა-ტესტირების რეჟიმში იმყოფებოდა, ამჯერად კი Microsoft უკვე მზად არის იგი ყველასთვის ხელმისაწვდომად აქციოს. შესაბამისად, მისი ყოველთვიური გამოწერის შემთხვევაში მომხმარებლები 14,99 დოლარად მიიღებენ სამივე სერვისის - Xbox Live Gold-ის, Xbox Game Pass-ისა და PC Xbox Game Pass-ის უპირატესობებს. დამატებითი ბონუსის სახით სერვისის გამომწერები მიიღებენ 20%-მდე ფასდაკლებას Xbox Game Pass-ის ბიბლიოთეკაში არსებულ თამაშებზე და 10%-მდე - შეღავათს სხვადასხვა კონტენტზე. https://3dnews.ru/988902 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.