Magdalena Posted May 31, 2019 Posted May 31, 2019 კვანტური კომპიუტერების კონცეფცია მრავლისმომცემად გამოიყურება, თუმცა მის განხორციელებამდე შეიძლება არც ისე მცირე დრო გავიდეს. ასეა თუ ისე, მათი გამოჩენისათვის მზადება უკვე დაწყებულია. Microsoft-ი Alphabet-სა და Brilliant-თან ერთად აპირებს დაიწყოს სპეციალისტების სწავლება კვანტურ პროგრამირებაში. ხსენებული კომპანიების მიერ შემუშავებული კვანტური გამოთვლების ონლაინ-კურსები იწყება ძირითადი არსის - Microsoft Q# ენის გაცნობით. შემდეგ მომავალი სპეციალისტები ისწავლიან „მარტივი“ კვანტური ალგორითმების წერას, ამის შემდეგ კი გადავლენ უფრო რთულ ამოცანებზე. სწავლის ყველა მსურველი მიიღებს შესალებლობას, გაეცნოს კვანტურ სქემებს სიმულატორის მეშვეობით, რომლითაც გაკონტროლდება სწავლების შედეგები. სასწავლო კურსები იქნება ფასიანი და არც ისე გრძელვადიანი - კურსის ხანგრძლივობა 16-დან 24 საათამდეა. პირველი ორი მეცადინეობა სრულიად უფასო იქნება. პროგრამის შემქმნელები კურსდამთავრებულებს აძლევენ გარანტიას, რომ სწავლების შედეგად ისინი შეძლებენ „სრულფასოვანი კვანტური კოდის წერას“. https://www.techcult.ru/computers/6838-kurs-dlya-obucheniya-kvantovyh-programmistov 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now