Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

გასულ წელს Microsoft-ის გეიმინგ-განყოფილების ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა  (Phil Spencer) განაცხადა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელს უამრავი სამუშაო აქვს Windows-ზე PC-გეიმერებისთვის. ამჟამად Microsoft-ი იწყებს Xbox-ის პერსონალურ კომპიუტერზე ინტეგრაციის გაუმჯობესებას და წარადგენს ფუნქციების ფართო სპექტრს Windows 10-ის გეიმინგ პანელზე (Game Bar-ზე).  

ხსენებული widget-ები უამრავ ფუნქციას მოიცავს, რომელთა ნახვასაც შეძლებთ გეიმინგ-პანელზე. Microsoft-ი ახდენს ამ ფუნქციებში Spotify-ს ინტეგრაციას და შეგეძებათ აკონტროლოთ სიმღერების გაშვება თამაშების დროს. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება აუდიო-widget-ი ხმის კონტროლისთვის, ასევე პროცესორის, გრაფიკული პროცესორისა და გამოყენებული ოპერატიული მეხსიერების მონიტორინგის widget-ი . Xbox-ის გეიმინგ-პანელის გააქტიურება შესაძებელია winkey + G-ის მეშვეობით Windows 10-ში. ამ ახალი განლაგების შედეგად უფრო მეტად მოსახერხებელი გახდება მთლიანი პროცესი.  

image.png 

Microsoft-ი აგრეთვე გაამარტივებს ეკრანის ფოტოების გადაღებას და უზრუნველყოფს სწრაფ რედაქტირებას Twitter-ის ფუნქციის გამოყენებასთან ერთად. შეგეძლებათ გადაიღოთ ვიდეო, დაამატოთ რაიმე ტექსტი და საბოლოო შედეგი მომენტალურად გააზიაროთ Twitter-ზე, სანამ ინტერფეისი კვლავ გეიმინგ-პროცესშია. Xbox-ის ახალი სოციალური widget-ი ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ქსელის მეგობრების ჩამონათვალით და სწრაფად და მარტივად შეძლებთ მათთვის შეტყობინებების გაგზავნას გეიმინგ-პანელიდან. 

Microsoft-ი კონცენტრირებული Game Bar-ის გაუმჯობესებაზე და სურს უბრალო პანელიდან იგი ფუნქციურად უფრო მეტად დატვირთულ და ადვილად მართვად  ინსტრუმენტად აქციოს. მომხმარებლებს ექნებათ საშუალება - მიამაგრონ  widget-ები სადაც სურთ და აირჩიონ ან დამალონ ისინი სურვილის მიხედვით. 

Xbox-ის ახალი გეიმინგ-პანელი ტესტირებას გადის პერსონალური კომპიუტერის გეიმერებისთვის, სანამ იგი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. მათ კი, ვისაც სურს ახალი გეიმინგ-პანელის გამოცდა, შეუძლიათ ამის განხორციელება Xbox Insider Hub-ის გაშვებითა და ინსაიდერების კონტენტიდან Windows Gaming-ის არჩევით. როგორც ჩანს, Microsoft-მა საფუძვლიანად დაიწყო თავისი დესკტოპ-თამაშების გარკვეული ნაკლოვანებების გამოსწორება. უფრო მეტ სიახლეს მიმდინარე წელს E3 გამოფენაზე შევიტყობთ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.