Magdalena Posted April 6, 2019 Posted April 6, 2019 გასულ წელს Microsoft-ის გეიმინგ-განყოფილების ხელმძღვანელმა ფილ სპენსერმა (Phil Spencer) განაცხადა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელს უამრავი სამუშაო აქვს Windows-ზე PC-გეიმერებისთვის. ამჟამად Microsoft-ი იწყებს Xbox-ის პერსონალურ კომპიუტერზე ინტეგრაციის გაუმჯობესებას და წარადგენს ფუნქციების ფართო სპექტრს Windows 10-ის გეიმინგ პანელზე (Game Bar-ზე). ხსენებული widget-ები უამრავ ფუნქციას მოიცავს, რომელთა ნახვასაც შეძლებთ გეიმინგ-პანელზე. Microsoft-ი ახდენს ამ ფუნქციებში Spotify-ს ინტეგრაციას და შეგეძლებათ აკონტროლოთ სიმღერების გაშვება თამაშების დროს. აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება აუდიო-widget-ი ხმის კონტროლისთვის, ასევე პროცესორის, გრაფიკული პროცესორისა და გამოყენებული ოპერატიული მეხსიერების მონიტორინგის widget-ი . Xbox-ის გეიმინგ-პანელის გააქტიურება შესაძლებელია winkey + G-ის მეშვეობით Windows 10-ში. ამ ახალი განლაგების შედეგად უფრო მეტად მოსახერხებელი გახდება მთლიანი პროცესი. Microsoft-ი აგრეთვე გაამარტივებს ეკრანის ფოტოების გადაღებას და უზრუნველყოფს სწრაფ რედაქტირებას Twitter-ის ფუნქციის გამოყენებასთან ერთად. შეგეძლებათ გადაიღოთ ვიდეო, დაამატოთ რაიმე ტექსტი და საბოლოო შედეგი მომენტალურად გააზიაროთ Twitter-ზე, სანამ ინტერფეისი კვლავ გეიმინგ-პროცესშია. Xbox-ის ახალი სოციალური widget-ი ასევე წარმოდგენილი იქნება სოციალური ქსელის მეგობრების ჩამონათვალით და სწრაფად და მარტივად შეძლებთ მათთვის შეტყობინებების გაგზავნას გეიმინგ-პანელიდან. Microsoft-ი კონცენტრირებულია Game Bar-ის გაუმჯობესებაზე და სურს უბრალო პანელიდან იგი ფუნქციურად უფრო მეტად დატვირთულ და ადვილად მართვად ინსტრუმენტად აქციოს. მომხმარებლებს ექნებათ საშუალება - მიამაგრონ widget-ები სადაც სურთ და აირჩიონ ან დამალონ ისინი სურვილის მიხედვით. Xbox-ის ახალი გეიმინგ-პანელი ტესტირებას გადის პერსონალური კომპიუტერის გეიმერებისთვის, სანამ იგი ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. მათ კი, ვისაც სურს ახალი გეიმინგ-პანელის გამოცდა, შეუძლიათ ამის განხორციელება Xbox Insider Hub-ის გაშვებითა და ინსაიდერების კონტენტიდან Windows Gaming-ის არჩევით. როგორც ჩანს, Microsoft-მა საფუძვლიანად დაიწყო თავისი დესკტოპ-თამაშების გარკვეული ნაკლოვანებების გამოსწორება. უფრო მეტ სიახლეს მიმდინარე წელს E3 გამოფენაზე შევიტყობთ. https://www.theverge.com/2019/4/4/18294963/microsoft-windows-10-game-bar-widgets-overlay-features Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.