Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Microsoft-მა განაცხდა, რომ ფუნქციონირება დაასრულა მისმა ელექტრონული წიგნების მაღაზიამ. ამგვარად, კორპორაციამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და უარი უთხრა ტრადიციული პროდუქტისა და სერვისების გაყიდვას. ერთადერთ გამონაკლისს კონსოლი Xbox წარმოადგენს. 

image.jpeg 

შესაბამისი განცხადება განთავსებულია Microsoft Store-ზე, ჩანართი „წიგნები“ კი უკვე წაშლილია. კითხვა-პასუხის განყოფილებაში კომპანიამ განაცხადა, რომ სერვისი საბოლოოდ ფუნქციონირებას შეწყვეტს მიმდინარე წლის ივლისში. დროებით მიღებული და აგრეთვე უფასო წიგნებიც მომხმარებლების ბიბლიოთეკებიდან ამ დროისთვის გაქრება. 

კომპანიამ ისაუბრა და ახსნა დახურვის მიზეზებიც. როგორც გაირკვა, რედმონდში ელექტრონულმა გამომცემლობებმა თავიანთი მაღაზიებიდან დაიწყეს გაყიდვა, ისე რომ აღარ იყენებდნენ სარეკლამო მარკეტინგულ მეთოდებს. თავად წიგნების წაკითხვა კი შესაძლებელი იყო მხოლოდ ბრაუზერ Microsoft Edge-ით სარგებლობისას, რომლის საბაზრო წილიც მხოლოდ 4,4%-ს შეადგენს. წიგნების კომპიუტერში ჩამოტვირთვა შეუძლებელი გახლდათ. 

გარდა ამისა, Microsoft-ს მეტად სერიოზული კონკურენტი ჰყავს - Amazon-ი. მასში უამრავი გამომცემლობაა ხელმისაწვდომი, საიადანაც შესაძლებელია ჩამოტვირთვა და წაკითხვა Amazon Kindle-ის მულტიფუნქციურ აპლიკაციაში.  

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Microsoft-ი აიგნოირებს სამომხმარებლო ბაზარს კორპორატიულის სასარგებლოდ. 2017 წელს კომპანიამ დახურა მუსიკალური სერვისი Groove. აგრეთვე, მცირე ხნის წინ კორპორაციამ უარი განაცხადა Windows 10-ის მობილური ვერსიის მხარდაჭერაზე. მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ფილმები, სერიალები და თამაშები მაინც დარჩება ხელშეუხებელი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.