Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Microsoft-მა განაახლა თავისი საბაზისო მოდელი Surface Book 2. Software-გიგანტის განახლებული 13-დუიმიანი მოწყობილობა წარმოდგენილია Intel-ის მერვე თაობის ოთხბირთვიანი i5 პროცესორით. ლეპტოპის მეორე მოდიფიკაციას კი აქვს მეშვიდე თაობის ორბითვიანი პროცესორი და მისი ფასი 1299 აშშ დოლარი იქნება. განახლებული ოთხბირთვიანი მოდელი კი 1499 აშშ დოლარად გაიყიდება და იგი მოიცავს i5-8350U პროცესორს, რომლის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე 3,6 გიგაჰერცს აღწევს. 

ახალ Surface Book 2-ს აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი სამომხმარებლო მეხსიერება. ახალი პროცესორი ერთადერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ახალ ლეპტოპში, თუმცა მას დიდი მნიშვნელობა აქვს წარმადობის კუთხით. საზოგადოებამ უკვე იხილა  ოთხბირთვიან Surface Pro 6 მოდელების წარმადობის შთამბეჭდავი სხვაობა ორბირთვიან ჩიპებთან შედარებით, რომლებიც წინა თაობის მოწყობილობებში იყო გამოყენებული.  

Microsoft-ი Surface Event-ს ჩაატარებს 17 აპრილს ნიუ-იორკში. მოსალოდნელია, რომ კომპანია დააზუსტებს ფასებსა და ხელმისაწვდომობას თავის Surface Hub 2-ზე, აგრეთვე საზოგადოებას გაუზიარებს ცნობებს სხვადასხვა აქსესუარებისა და Steelcase-ის საოფისე ავეჯის შესახებ.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.