Jump to content

Recommended Posts

Posted

ახალი კვლევის შედეგად ცნობილია, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ამ დროისათვის საუკეთესო რეპუტაციით Amazon- სარგებლობს. მასთან ახლოსვე ზედა პოზიციებზე იმყოფებიან Samsung-ი და Microsoft-ი. 

კვლევა განხორციელდა ორ ეტაპად. თავდაპირველად მოხდა 6 ათასი სრულწლოვანი ამერიკელი მოქალაქის გამოკითხვა, მათ სთხოვეს დაესახელებინათ ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე ორი კომპანია. შემდეგ კი 18 ათასმა მონაწილემ შეადგინა 100 ცნობილი კომპანიისგან შემდგარი სია. კომპანიები სხვადასხვა საწარმოო სფეროების წარმომადგენლები არიან. 

საბოლოო რეიტინგს სათავეში უდგას კომპანია Wegmans-ი, რომლის სახელწოდებაც ბევრს ვერაფერს ეტყვის საშუალოსტატისტიკურ მკითხველს. მას მოჰყვება Amazon-ი და Patagonia. Amazon-მა ერთი ადგილით უკან დაიხია 2017 წლის შემდეგ, თუმცა წინ უსწრებს სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს. 

image.jpeg 

Samsung-ი მეშვიდე ადგილზე იმყოფება 80 ქულით, Amazon-ს კი 82,3 ქულა აქვს. 2019 წლის რეიტინგის ლიდერს, ზემოხსენებულ Wegmans-ს 83 ქულა ერგო. 

კომპანია Microsoft-ი ჩამონათვალში რიგით მეცხრეა 79,9 ქულით, რაც ორი ქულით მეტია მის წინა წლის მაჩვენებელან შედარებით. Apple 32-ე ადგილზე იმყოფება 76,4 ქულით, Google კი 41-ე ადგილს იკავებს 75,4 ქულით. 

თუკი გავითვალისწინებთ მხოლოდ ტექნოკომპანიების რეიტინგ, მათ სათავეშია Samsung-ი, Microsoft-ი და Sony. კვლევის ავტორებმა Amazon-ი მოათავსეს კატეგორიაში - „სხვა“. 

Microsoft-მა საუკეთესო შეფასებები მიიღო პროდუქტებსა და სერვისებზე, ხედვებზე, ზრდასა და კულტურაზე. სოციალურ პასუხისმგებლობაზე კი მინიმალური შედეგი დააფიქსირა. Apple-თან შედარებით Microsoft-ის შედეგები ჯამში უკეთესია. შემცირებული დადებიი შედეგები დაფიქსირდა Facebook-ზე, რაც განპირობებული იყო კონფიდენციალურობის დარღვევის შემთხვევებით. კომპანიამ დაკარგა 43-ე ადგილი და იმყოფება 94-ე ადგილზე.  

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.