Magdalena Posted March 8, 2019 Posted March 8, 2019 2017 წელს Koenigsegg Agera RS ჰიპერმობილმა სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა - ნევადას შტატის ავტრობანზე მოძრაობისას მან შეძლო განევითარებინა 447 კმ/სთ სიჩქარე. როგორც ჩანს, სულ მალე ეს რეკორდი მოიხსნება: ჟენევის ავტოსალონში წარდგენილ იქნა მისი განახლებული ვერსია - ჰიპერმობილი Jesko. მწარმოებლის სიტყვებით, ავტომობილს შეუძლია განავითაროს 483 კმ/სთ სიჩქარე. ავტომობილის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს 5-ლიტრიანი ძრავი V8. მას აქვს სრულიად განსხვავებული ტურბოკომპრესორები და წნევის მართვის უფრო ზუსტი სისტემა. ახალი კონსტრუქციის წყალობით გაზრდილია აჩქარებაზე რეაგირების სისწრაფე. ჩვეულებრივი საწვავის გამოყენებისას ძრავი უზრუნველყოფს 1280 ცხენის ძალა სიმძლავრეს. უფრო საინტერესო რამ კი ხდება ბიოეთანოლის - E85-ის გამოყენებისას: სიმძლავრე 1600 ცხენის ძალას აღწევს. Koenigsegg Jesko-ს საბარგულის მხარე დამზადებული კარბონისგან და უფრო გრძელი და მაღალია, ვიდრე Agera RS მოდელის შემთხვევაში იყო. ინჟინრებმა გააძლიერეს დაკიდების ბერკეტები და ამორტიზატორები აღჭურვეს ელექტროობით, ხოლო ჰორიზონტალურმა ამორტიზატორმა გადაინაცვლა წინა ღერძზე, რათა სიჩქარის აკრეფისას ჰიპერმობილის უკანა ნაწილმა არ დაიწიოს ქვემოთ. ავტომობილისი სხვა განსაკუთრებული მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ავტომატური კარი, კაპოტი და უკანა სპოილერი, სმარტფონისთვის განკუთვნილი უსადენო დატენვის მხარდაჭერა და ციფრული პანელი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით. Koenigsegg Jesko-ს ტირაჟი შედგება მხოლოდ 125 ეგზემპლარისგან, თითო მოდელის ფასი 3 მლნ დოლარია. https://hi-news.ru/auto/1600-loshadinyx-sil-za-3-milliona-dollarov.html 1
Gogla1990 Posted March 8, 2019 Posted March 8, 2019 39 minutes ago, Magdalena said: 483 კმ/სთ სიჩქარე 39 minutes ago, Magdalena said: 5-ლიტრიანი ძრავი V8 39 minutes ago, Magdalena said: სიმძლავრე 1600 ცხენის ძალა
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now