Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Thermalright-მა წარადგინა თერმოპასტების ახალი სერია - TFX, რომლებიც, მწარმოებლის თქმით, მაღალი დონის საშუალებებია საუკეთესო გაგრილებისთვის და მიღწევების მხრივ იკავებენ წამყვან პოზიციას მთელ მსოფლიოში. 

image.jpeg 

Thermalright ამტკიცებს, იმ ახალ პროდუქტებში გამოყენებულია მსოფლიოში არსებული საუკეთესო მასალების კომბინაცია, რათა უზრუნველყოფილ იქნას აჩქარების გრანდიოზული დონე. თერმოპასტები ფლობენ იდეალურ თერმოდინამიურ თვისებებს და მათ გამოყენება შესაძლებელია ჰაერისა და თხევადი გაგრილების სისტემებში. 

მწარმოებლის მიერ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მახასიათებლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: 

  • მაღალი თბოგამტარობა - 14,3 ვტ/მ.კელვინი 

  • პასტა არ კარგავს თვისებებს, არ მაგრდება დროთა განმავლობაში;  

  • დიელექტრიკულობა; 

  • უსაფრთხოება. 

შედარებისთვის, წარმოდგენილია სხვა გავრცელებული თერმოპასტების თბოგამტარიანობის მაჩვენებლები: 

  • Arctic MX-48,5ვტ/(მ · კ), MX-25,6ვტ/(მ · კ); 

  • Gelid GC-EXTREME 8,5 ვტ/(მ · კ); 

  • Prolimatech PK zero 8 ვტ/(მ · კ). 

წარმოდგენილი მაჩვენებლებიდან გამომდინარე, Thermalright TFX ტერმოპასტის უპირატესობა თბოგამტარობაში 86%-ს აღწევს, რაც მნიშვნელოვანი მონაცემია. ჩატარებული შედარებითი ცდების შედეგად, ხსნებულმა თერმოპასტამ შვიდ სხვა თერმოპასტაზე უკეთესი შედეგი აჩვენა 4,3 °C ტემპერატურამდე. 

 

  • Upvote 2
  • 1 year later...
Posted

ნამეტანი კარგ მონაცემებს წერენ, დამაინტერესა :D 

  • Upvote 1
  • 2 years later...
Posted

TF9 ვიყიდე,  14w/m.k, ვნახავ თუ შეცვლის რამეს, ეხლა გრიზლი უსვია 8w/m k.  წესით უნდა იყოს ცოტა სხვაობა მაინც დდ

Posted
2 hours ago, G1ORG1 said:

TF9 ვიყიდე,  14w/m.k, ვნახავ თუ შეცვლის რამეს, ეხლა გრიზლი უსვია 8w/m k.  წესით უნდა იყოს ცოტა სხვაობა მაინც დდ

თანამედროვე ცხელ ბარათებზე პირველ რიგში საქმე პასტის ადგილზე გაჩერებაშია რომ არ აორთქლდეს/გადაადგილდეს და არა მის სითბოს გატარების ეფექტურობაში, რადგან უმეტესი პასტა 2-3 თვეში შრება ადგილ-ადგილ და ხურდება გპუ

Posted
3 hours ago, Gogla1990 said:

თანამედროვე ცხელ ბარათებზე პირველ რიგში საქმე პასტის ადგილზე გაჩერებაშია რომ არ აორთქლდეს/გადაადგილდეს და არა მის სითბოს გატარების ეფექტურობაში, რადგან უმეტესი პასტა 2-3 თვეში შრება ადგილ-ადგილ და ხურდება გპუ

პროცესორისთვის მინდა მე გოგლა, უნდა გადავაწყი კეისი და ქულერის მოხსნაც მიწევს  თან გამოვცდი ამ ახალს დდ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.