Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ცნობილი გახ, რომ Microsoft-ი აპირებს გამოუშვას ახალი ვებ-კამერები Windows 10-ისა და Xbox One-ისთვის. რესურსი Thurrott-ი იტყობინება, რომ მზადდება ორი ახალი ვებ-კამერა, რომელთაგან ერთ-ერთი განკუთვნილია სახის ამომცნობი Windows Hello-სთვის ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერზე, რომელიც მუშაობს Windows 10-ზე. მეორე კამერა კი, როგორც ცნობილია, იმუშავებს Xbox One-ზე და ექნება Kinect-ის ფუნქცია, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, კამერის წინ გადაადგილებისას ავტომატურად შევიდნენ სისტემაში. ეს ფუნქცია იმუშავებს ოჯახის ნებისმიერი წევრის ექაუნთისთვის. 

Microsoft Surface-ის ხელმძღვანელმა Panos Panay-მ The Verge-თან ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ კომპანია გამოშვებს ვებ-კამერებს Surface-ბრენდით.  
შეხედეთ Surface Hub2-ის კამერას -  იგი USB-C-ის ბაზაზეა და იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხისა და სიმკვეთრის მქონე გამოსახულებას“ -  განაცხადა მან. 

ამჟამად Microsoft-ი აპირებს 2019 წელს  გამოუშვას Surface Hub 2S განახლებული პროცესორის კარტრიჯებით. თუკი კომპანია USB-C Surface Hub 2 კამერას ცალკე გამოუშვებს, ამ შემთხვევაში ეს კამერა იმუშავებს ნებისმიერ Windows 10 პერსონალურ კომპიუტერზე.  

Microsoft-ს ჯერ არ აქვს საკუთარი Windows Hello კამერა და პერსონალური კომპიუტერების მომხარებლებს უწევთ გამოიყენონ ალტერნატიული ვარიანტები Creative-ის, Razer-ისა და  Logitech-ისგან, რათა ჰქონდეთ სახის ამოცნობის ფუნქცია თავიან კომპიუტერებზე. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.