Magdalena Posted December 25, 2018 Posted December 25, 2018 ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი აპირებს გამოუშვას ახალი ვებ-კამერები Windows 10-ისა და Xbox One-ისთვის. რესურსი Thurrott-ი იტყობინება, რომ მზადდება ორი ახალი ვებ-კამერა, რომელთაგან ერთ-ერთი განკუთვნილია სახის ამომცნობი Windows Hello-სთვის ნებისმიერ პერსონალურ კომპიუტერზე, რომელიც მუშაობს Windows 10-ზე. მეორე კამერა კი, როგორც ცნობილია, იმუშავებს Xbox One-ზე და ექნება Kinect-ის ფუნქცია, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, კამერის წინ გადაადგილებისას ავტომატურად შევიდნენ სისტემაში. ეს ფუნქცია იმუშავებს ოჯახის ნებისმიერი წევრის ექაუნთისთვის. Microsoft Surface-ის ხელმძღვანელმა Panos Panay-მ The Verge-თან ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ კომპანია გამოუშვებს ვებ-კამერებს Surface-ბრენდით. „შეხედეთ Surface Hub2-ის კამერას - იგი USB-C-ის ბაზაზეა და იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მივიღებთ მაღალი ხარისხისა და სიმკვეთრის მქონე გამოსახულებას“ - განაცხადა მან. ამჟამად Microsoft-ი აპირებს 2019 წელს გამოუშვას Surface Hub 2S განახლებული პროცესორის კარტრიჯებით. თუკი კომპანია USB-C Surface Hub 2 კამერას ცალკე გამოუშვებს, ამ შემთხვევაში ეს კამერა იმუშავებს ნებისმიერ Windows 10 პერსონალურ კომპიუტერზე. Microsoft-ს ჯერ არ აქვს საკუთარი Windows Hello კამერა და პერსონალური კომპიუტერების მომხარებლებს უწევთ გამოიყენონ ალტერნატიული ვარიანტები Creative-ის, Razer-ისა და Logitech-ისგან, რათა ჰქონდეთ სახის ამოცნობის ფუნქცია თავიანთ კომპიუტერებზე. https://www.theverge.com/2018/12/22/18152996/microsoft-windows-xbox-webcam-windows-hello-features-rumors 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.