Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ცნობილია, თითოეული ციფრული სერვერი, სოციალური ქსელი თუ საგადასადო სისტემა ითხოვს მომხმარებლის იდენტიფიკაციას. თმცა მათი რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება პაროლების რაოდენობაც, რომელთა დამახსოვრება აუცილებელია. ამასთან, უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია ყველგან სხვადასხვა პაროლის გამოყება, რასაც ადამიანთა უმეტესობა არ ითვალისწინებს: თუკი მომხმარებლები ყველა სერვერზე სხვადასხვა პაროლს დააყენებენ, არის რისკი, რომ რომელიმე დაავიწყდეთ ან ერთმანეთში აერიოთ. 

 

image.jpeg 

Microsoft-მა და  Mastercard-მა გადაწყვიტეს გააერთიანონ ძალები და წარმოადგინონ ერთიანი გლობალური უნივერსალური გადაწყვეტილება იდენტიფიკაციისთვის. როგორც Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა Ajay Bhalla-მ განაცხადა, ამგვარი სისტემა დააჩქარებს და გაამარტივებს ფინანსურ მომსახურებებს, მოახდენს ინტერნეტში შენაძენების პერსონალიზაციას და აგრეთვე გადაწყვეტს დოკუმენტების არქონასთან დაკავშირებულ პრობლემებს. Bhalla-ს სიტყვებით, მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანია დოკუმენტების გარეშე, მათ შორის ძირითადად ლტოლვილები. ახალი სისტემა კი მათ საშუალებას მისცემს „დაიბრუნონ“ პიროვნულობა. 

„იდენტიფიკაციის თანამედროვე სისტემები არაერთგვაროვანია და მეტისმეტად განსხვავდება ერთმანეთისგან: ის, რაც ერთ ქვეყანაში მუშაობს, უმოქმედოა მეორეში. ჩვენ ვგეგმავთ შევიმუშავოთ სისტემა, რომელშიც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება გამოყენების მოსახერხებლობა და მომხმარებლის ინტერესები“ - განაცხადა Bhalla-მ. 

ტექნიკური თვალსაზრისით ეს სისტემა ნიშნავს გლობალურ და ტოტალურ კონტროლს ადამიანის ყველა მოქმედებაზე. Mastercard-ში აცხადებენ, რომ სისტემა უსაფრთხო იქნება, არ მოხდება მონაცემების შეგროვება, ანალიზი და მესამე პირთათვის გადაცემა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ კომპანია Google-ს ადანაშაულებდნენ საძიებ შედეგების სავალდებულო პერსონალიზაციაზე, ასევე, მომხმარებლების მონაცემების შეგროვებაში დაადანაშაულეს Microsoft-ი. ამგვარად, ჯერჯერობით რთულია თქმა, რამდენად გაამარტივებს გლობალური სისტემა ცხოვრებას ან რამდენად გააძლიერებს კონტროლს. ცალკე საკითხია, რამდენად გამოიწვევს პროტესტს მოსახლეობაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.