Magdalena Posted December 7, 2018 Posted December 7, 2018 კორპორაცია Toshiba-მ წარადგინა N300 და X300 სერიის ფლაგმანური მყარი დისკები: მათი გაყიდვა მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება. ორივე სერიაში დებიუტირებს დრაივები 12 და 14 ტერაბაიტი მოცულობით, რომლებიც შექმნილია 3,5-დუიმიან ფორმ-ფაქტორზე. დაკავშირებას უზრუნველყოფს SATA 3.0 ინტერფეისი. კონსტრუქციას აქვს ჰელიუმით დახურული ჰერმეტული ზონა, რომელსაც ჰაერთან შედარებით შვიდჯერ ნაკლები სიმკვრივე გააჩნია. ამის ხარჯზე მცირდება სამუშაო ტემპერატურა და ენერგომოხმარება. Toshiba X300 დრაივების ბუფერული მოცულობა 256 მეგაბაიტია. ისინი გათვლილია მაღალი წარმადობის მქონე დესკტოპ-კომპიუტერებისთვის, სამუშაო სადგურებისა და გეიმინგ-სისტემებისთვის. მწარმოებელი იძლევა ორწლიან გარანტიას. Toshiba N300 სერიის მყარი დისკები ორიენტირებულია მონაცემთა ქსელურ საცავებზე. ეს დისკები დაპროექტებულია 24-საათიანი სამუშაო რეჟიმისთვის. გარანტია სამი წელია. https://3dnews.ru/979213 1 2 Quote
kakha77777 Posted January 7, 2019 Posted January 7, 2019 ფასი რატომ არ გიწერია, გაყიდვაში არაა ჯერ ? Quote
Magdalena Posted January 7, 2019 Author Posted January 7, 2019 5 hours ago, kakha77777 said: ფასი რატომ არ გიწერია, გაყიდვაში არაა ჯერ ? როცა დავდე მითითებული არ იყო ფასი, დეკემბრის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო. ახლა ვნახე ამაზონზე 87 $, 98 და 120 $-იო 1 Quote
George Posted January 8, 2019 Posted January 8, 2019 კი საკმაოთ კარგი რამეა დიდი ზომის ფაილების შესანახათ და მაგ საქმისთვის სსდ კი ჯობია ნამდვილათ Toshiba announces 16TB-hdd https://www.guru3d.com/news-story/toshiba-announces-16tb-hdd.html Quote
Power_VANO Posted January 19, 2019 Posted January 19, 2019 ჯერჯერობით, სანამ HDD ჯერ კიდევ იაფია, მაინც იარსებებს. მაგრამ SSD იაფდება ნელ-ნელა და უფრო მეტ წილს იკავებს. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.