Jump to content

Recommended Posts

Posted

კორპორაცია Toshiba-მ წარადგინა N300 და X300 სერიის ფლაგმანური მყარი დისკები: მათი გაყიდვა მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება. 

ორივე სერიაში დებიუტირებს დრაივები 12 და 14 ტერაბაიტი მოცულობით რომლებიც  შექმნილია 3,5-დუიმიან ფორმ-ფაქტორზე. დაკავშირებას უზრუნველყოფს SATA 3.0 ინტერფეისი. 

image.jpeg

 

კონსტრუქციას აქვს ჰელიუმით დახურული ჰერმეტული ზონა, რომელსაც ჰაერთან შედარებით შვიდჯერ ნაკლები სიმკვრივე გააჩია. ამის ხარჯზე მცირდება სამუშაო ტემპერატურა და ენერგომოხმარება. 

Toshiba X300 დრაივების ბუფერული მოცულობა 256 მეგაბაიტია. ისინი გათვლილია მაღალი წარმადობის მქონე დესკტოპ-კომპიუტერებისთვის, სამუშაო სადგურებისა და გეიმინგ-სისტემებისთვის. მწარმოებელი იძლევა ორწლიან გარანტიას. 

image.jpeg 

 

Toshiba N300 სერიის მყარი დისკები ორიენტირებულია მონაცემთა ქსელურ საცავებზე. ეს დისკები დაპროექტებულია 24-საათიანი სამუშაო რეჟმისთვის. გარანტია სამი წელია. 

  • Like 1
  • Upvote 2
  • 5 weeks later...
Posted

ფასი რატომ არ გიწერია, გაყიდვაში არაა ჯერ ?

Posted

არ ეშვებიან მაინც ამ HDD-ებს :D 

Posted
5 hours ago, kakha77777 said:

ფასი რატომ არ გიწერია, გაყიდვაში არაა ჯერ ?

როცა დავდე მითითებული არ იყო ფასი, დეკემბრის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო. ახლა ვნახე ამაზონზე 87 $, 98 და 120 $-იო

  • Upvote 1
Posted

კი საკმაოთ კარგი რამეა დიდი ზომის ფაილების შესანახათ და მაგ საქმისთვის სსდ კი ჯობია ნამდვილათ

Toshiba announces 16TB-hdd https://www.guru3d.com/news-story/toshiba-announces-16tb-hdd.html

  • 2 weeks later...
Posted

ჯერჯერობით, სანამ HDD ჯერ კიდევ იაფია, მაინც იარსებებს. მაგრამ SSD იაფდება ნელ-ნელა და უფრო მეტ წილს იკავებს.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.