Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Microsoft-მა ბრაუზერი Edge სამი წლის წინ წარადგინა, რათა მისით ჩაენაცვლებინა Internet Explorer-ი და კონკურენცია გაეწია Chrome-ისა და სხვა ბრაუზერებისთვის. ამ დრომდე იგი მთელი ძალებით ცდილობდა არ ჩამორჩენოდა Chromium-ს. 

მიუხედავად Microsoft-ის ძალისხმევისა,  Edge-ბრაუზერმა, რომელიც წარმოდგენილია ოპერაციულ სისტემა Windows 10-ში, ვერ გაამართლა მასზე დამყარებული იმედები და ვერ შევიდა პოპულარული ბრაუზერების სამეულში, რომელთა სათავეში Google Chrome დგას. უშედეგო აღმოჩნდა მცდელობები - დაეყოლიებინათ მომხმარებლები სხვა კომპანიების აპლიკაციების არგამოყენებაზე. Edge-ს საბაზრო წილი ოდნავ აღემატება 4%-ს, რამაც, თუკი Windows Central-ს დავუჯერებთ, Microsoft-ი დააფიქრა ბრაუზერის მომავალზე.  

როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი, Microsoft-ი მალე  უარს იტყვის Edge-ზე. მის ნაცვლად Windows 10-ში გამოყენებული იქნება ბრაუზერი, რომელშიც EdgeHTML-ს ჩაანცვლებს Chromium-ის კოდები. ამ კოდებს იყენებს არა მარტო Google Chrome, არამედ Vivaldi, Opera და სხვები. მოსალოდნელია, რომ ამის შედეგად Micrsoft-ს ბრაუზერს მიენიჭება მთელი რიგი უპირატესობები, მათ შორის - გაფართოებული ფუნქციონალურობა, გაიზრდება სტაბილურობის დონე და შემცირდება სისტემური რესურსების გასავალი. 

image.jpeg 

წინასწარი ცნობებით, პროექტი ატარებს კოდურ სახელწოდებას - Anaheim და იგი უკვე შემუშავების სტადიაში იმყოფება. ინსაიდერებისთვის პირველი ვერსიები სავარაუდოდ 2019 წლის დასაწყისში გამოვა. საბოლოოდ რა სახელწოდების იქნება ბრაუზერი, ჯერჯერობით უცნობია.  

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.