Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Microsoft-ი აპირებს, მომავალი წლის დასაწყისში PowerPoint-ში დაამატოს სათაურებისა და სუბტიტრების რეალურ დროში აღწერა. ეს ფუნქცია ძირითადად განკუთვნილია მათთვის, ვისაც სმენის პრობლემა აქვს. პრეზენტატორებს ასევე ექნებათ საშუალება - ჩართონ პრეზენტაციის სხვადასხვა ენაზე თარგმნის ფუნქცია: სუბტიტრებს ექნებათ 12 სალაპარაკო ენის მხარდაჭერა.  

სუბტიტრების ფუნქცია დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე. კომპანია ანალოგიურ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს საკუთარი პრეზენტაციებისთვის ბოლო წლების განმავლობაში, რათა აუდიტორიას მიაწოდოს პრეზენტაციაზე თანდართული სუბტიტრები და თარგმანი. პრეზენტატორებს შეეძლებათ თავისი სურვილისამებრ მოარგონ სუბტიტრების ტიპი თავიანთ პრეზენტაციას. 

Microsoft-ი ძველად იყენებდა ამგვარ add-in ფუნქციას PowerPoint-ისთვის, აგრეთვე Google-ს აქვს ანალოგიური ფუნქცია G Suite-ში. Microsoft-ი გეგმავს ხსენებული ახალი ფუნქცია დაამატოს Office 365 PowerPoint-ში მომავალი წლის იანვრის ბოლოს. იგი ხელმაწვდომი იქნება Windows-ში, Mac-ის PowerPoint-სა და PowerPoint-ის ონლაინ-ვერსიში. 

სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=jhY9MrAStQo 

 

 

image.png

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.