Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-ის აქციები, როგორც ცნობილია, პერიოდულად მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. დაახლოებით ოთხი თვის წინ კომპანიის აქციებმა თითომ 207 $-ის ღირებულებას მიაღწია, რის შედეგადაც Apple გახდა კერძო ისტორიაში პირველი კერძო კომპანია 1 ტრილიონზე მეტი კაპიტალიზაციით. ამის შემდეგ მისი აქციების ფასმა კვლავ განაგრძო ზრდა: დაახლოებით შვიდი კვირის წინ ღირებულება უკვე 231 $ იყო. 

image.jpeg

 

მაგრამ უკანასკნელი ცნობები უკვე ღელვასა და დაეჭვებას იწვევს. უარყოფითი გავლენა იქონია შემდეგმა ფაქტორებმა: ცუდად გაყიდული უახლესი iPhone-ები (განსაკუთრებით კი iPhone XR), ამით გამოწვეული  iPhone XS-ისა და XS Max-ის შმცირებული წარმოება. ბოლო კვარტალურ ანგარიშში კომპანიამ გადაწყვიტა საერთოდ არ გაემხილა გაყიდული მოწყობილობების რაოდენობა. Apple-ს პროდუქტების გაყიდვის კუთხით Amazon-თან მოლაპარაკებამაც ვერ შეცვალა უარყოფითი ტენდენცია. 

image.jpeg 

ასეა თუ ისე, ამ დროისათვის Apple-ის აქციების ფასი 172 $-მდე ჩამოვიდა, ე.ი დაეცა თითქმის მეოთხედით რამოდენიმე კვირაში. ახლა უკვე Apple-ის „ტრილიონერის“ სტატუსი - მხოლოდ წარსულის მიღწევაა. სხვათა შორის, Amazon-ის აქციების ფასიც (იგი სექტემბერში აშშ-ის რიგით მეორე კერძო კომპანია გახდა 1 ტრილიონით) დაეცა, ამის გამო უკანასკნელ პერიოდამდე Apple ნარჩუნებდა მსოფლიოს ველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანიის სტატუსს. 

ეს სტატუსი კი უკვე დაკარგულია - Apple-ის კაპიტალიზაცია ამჟამად 746 მილიარდს აღწევს, იმ დროს, როდესაც Microsoft-ს კაპიტალიზაცია 753 მილიარდია. Apple უსწრებს Amazon-სა და Google-ს, თუმცა შესაძოა მათთანაც დათმოს პოზიციები, თუკი მისი აქციების ფასის ვარდნა კიდევ გაგრძელდება. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ Apple აგრძელებს ბევრად უფრო მეტი რეალური ფულის მიღებას, ვიდრე მისი კონკურენტები, პროდუქციის ფასის კოეფიციენტი წმინდა მოგების თვალსაზრისით კი მეტად დაბალია. საფონდო ბაზარი კი მეტად მგრძნობიარეა და მიმდინარე მოვლენები ჯაჭვურ რექციებს იწვევს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.