Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

როგოც აღმოჩნდა, Microsoft-ისა და Google-ის ინჟნრები მუშაობენ Chrome-ის ვერსიაზე, რომელიც იმუშავებს Windows ARM-ზე. ამ ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ Qualcomm-ის აღამსრულებელმა დირექტორმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მიკროსქემების მწარმოებელი კომპანია მუშაობს Chrome-ის Arm-ვერსიაზე Windows 10-ისთვის.  

Chrome-ის ARM-ვერსიას დიდი მნიშვნელობა აქვს Qualcomm-ის, Microsoft-ისა და Google-ისთვის, რადგან Chrome ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრაუზერია Windows 10-ის მომხმარებლებში, და არა მხოლოდ. და მაინც, Microsoft-ა ერთი წლის წინ ამოიღო Google-ის Chrome Installer- Windows Store-დან, რადგან იგი არღვევდა შინაგანაწესს. კომპანიამ დაბლოკა აგრეთვე სხვა ბრაუზერები Windows 8-სთვის.  

image.jpeg

Qualcomm-ის პროდუქტების მართვის მიმართულების დირექტორის,  მიგელ ნუნიესის (Miguel Nunes) განცხადების თანახმად, კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა OEM-ენტრეპრენერებთან მთელი რიგი პროდუქტების წარმოების კუთხით. სიახლეები მოსალოდნელია 2019 წლის მეორე ნახევრისთვის, თუმცა ზუსტ ვადებს მწარმოებლები თავად ირჩევენ. დიდი ალბათობით, საუბარი ეხება Google Chrome-ის ARM-ვერსიასაც, რასაც ამყარებს ის ფაქტიც, რომ დიდი რაოდენობით ცვლილებები შეიტანეს Chromium-ში Microsoft-ის თანამშრომლებმა. როგორც მოსალოდნელია, შესაძლებელია გამოჩნდეს ბრაუზერის ARM64-ვერსია, რისი მეშვეობითაც დაჩქარდება მუშაობა Windows 10-ზე ARM-პროცესორებისთვის.  

image.png

mspoweruser.com 

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, როდისთვის იქნება მზად ახალი გადაწყვეტილება, თუმცა თავად ფაქტი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, თავისთავად სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ლეპტოპები, რომლებიც მუშაობს Snapdragon პროცესორსა და Windows 10-ზე, უფრო მეტად განვითარდებიან. ამასთან, Qualcomm-ი მომხმარებელს პირდება, რომ იმდენად გაზრდის წარმადობას, რომ მისი პროცესორები Intel Kaby Lake-ს გაუტოლდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.