Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-ს წარმომადგენლებმა კვარტალურ ანგარიშთან დაკავშირებულ კონფერენციაზე არაერთხელ განაცხადეს, რომ Pascal-ის თაობის საშუალო ფასის მქონე მოჭრბებულ, ზედმეტ  ვიდეო ბარათებს ბაზარი გაუმკლავდებოდა ორ კვარტალურ პერიოდში. დამოუკიდებელი ექსპერტები ვერ დაკმაყოფილდნენ ამ მტკიცებით. ყოველ შემთხვევაში, როგორც რესურსი Seeking Alpha აღნიშნავს, NVIDIA-ს აქციების ფასმა ვარდნა განაგრძო მიმდინარე კვირაშიც. აქციები კიდევ 12 %-ით გაიაფდა და ჯამში, თვენახევრის განმავლობაში, კომპანიის კაპიტალიზაცია შემცირდა 43 %-ით (80 მლრდ). 

image.png 

ფოტოს წყარო: Seeking Alpha 

Instinet-ის ექსპერტები კი თვლიან, რომ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძმებს Turing-ის თაობის ვიდეო ბარათებისადმი მომხმარებლების უარყოფითი დამოკიდებულება. შედეგად, NVIDIA-ს შემოსავალი კიდევ უფრო შემცირდება მომავალ ფისკალურ წლამდე, რომელიც კომპანიისთვის 2020 წელს სრულდება. 

  • Like 1
  • Upvote 2
Posted

მშვენიერია, ცოტა თუ არ აეწვათ ერთი ადგილი ისე ეზარებათ განძრევა და ბუქსაობენ ერთ ადგილას

  • Upvote 2
Posted

AMD-მ ძალიან დააგვიანა NAVI-ს გამოშვება,არადა ეხლა რა ლახვრის ჩაცემა იქნებოდა Nvidia-სთვის მოშნი ბარათები რომ გამოეშვა AMD-ს. CEO-მ ლიზა სუმ ისიც თქვა რომ 2020 წლამდე High End NAVI-ს გამოშვებას არც უნდა ველოდოთ,2019-ში გამოვა საშუალო სეგმენტის NAVI ბარათები. მანამდე რა ჯანდაბა იქნება? VEGA-ს სერიებზე თუ მოუმატებენ საკაიფო წარმადობას და Nvidia-ს  1000 სერიას თუ დაჩაგრავენ წარმადობით,თორემ მეტი რა.

Posted

აქციები კი ეცემა მაგრამ ეგ დაცემა უფრო ახალი სერიის უკმაყოფილობით არის გამოწვეული და ალბათ ცუდი გაყიდვებით, თორე მანამდე მილიარდები აქვთ ნაკეთები, ვეგები კი იგივე 1000 სერიის კარტებთან შეფარდებაში ძალიან ცუდათ იყიდებოდა და მცირე ბაზრის წილი უკავიათ, ამდ გამოსავალი უფრო ახალ სერიაში უნდა ეძებოს რომელსაც მოშნათ აგვიანდება ნვიდიას აქციების დაწევა კი თვითონ ამდ ამ ეტაპზე არაფერ ისეთ ხეირს არ მოუტანს ეკონომიური თვალსწაზრისით და ბაზრის წილიც არ შეევსება მაგითი

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.