Jump to content

Recommended Posts

Posted

თუკი ელოდით ფასდაკლებებს თქვენს ფავორიტ კონსოლსა და ლეპტოპებზე, Microsoft-ს საუკეთესო შემოთავაზება აქვს თქვენთვის. უკვე ხელმისაწვდომია Black Friday-სთან დაკავშირებული ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალი. ადრეული გაყიდვები 10 ნოემბრიდან დაიწყო, მაგალითად, Xbox Game Pass - თვეში 1 დოლარად და გეიმინგ ლეპტოპი 100 დოლარად Amazon-ზე. ფასდაკლებები უამრავი მწარმოებლის პროდუქტებს შეეხო. 

Surface Laptop 2: (300$ off) 

image.jpeg

 

ერთ-ერთი ახალი პროდუქტი Surface-სერიიდან - Surface Laptop 2. მან Windows Central Choice Award-ის შეფასებით 4,5 ქულა მიიღო 5-დან. ამჟამად ეს ლეპტოპი ღირს 999 აშშ დოლარი, 18 ნოემბრიდან კი კომპანია Microsoft-ი მასზე 300 დოლარიან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს. ფასდაკლება დამოკიდებული კონფიგურაციის ტიპზე. 

გეიმინგ კონსოლი Xbox One X: (100$ off ) 

image.jpeg 

სხვადასხვა კომპანიას აქვს ხელსაყრელი შემოთავაზება ამ პროდუქტზე. ფასდაკლება Microsoft-ისგან -  ეს კიდევ ერთი შანსია შეიძნოთ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მოწყობილობა. კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, Xbox One X გაიყიდება 399,99 აშშ დოლარად, რაც 100 დოლარით ნაკლებია ძირითად ფასზე. მომხმარებლები აგრეთვე შეძლებენ ეკონომია გააკეთონ Xbox One S-ზეც, ოღონდ სრული აფგრეიდის გარეშე. ეს ფასდაკლება გაგრძელდება 18-დან 26 ნოემბრამდე. 

Xbox Live: 1 დოლარი თვეში 

ჩვეულებრივ, Xbox Live-ის გამოწერა ღირს თვეში 9,99 დოლარი ან წელიწადში 60 დოლარი. შემოთავაზების ვადა 30 ნოემბერს ამოიწურება. 

იხილეთ სხვა შემოთავაზებები: 

Xbox Game Pass - თვეში 1 დოლარი;  

40%-მდე ფასდაკლება TP-Link Kasa-ს „სმარტ-სახლის“ პროდუქტებზე; 

Xbox-ის თამაშებზე ფასდაკლებები - 22-დან 30 ნოემბრამდე; 

15,6-დუიმიანი MSI GL63 Windows 10 გეიმინგ ლეპტოპი - 120 აშშ დოლარად; 

ყველა შემოთავაზება ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტშიც და Microsoft-ის ფიზიკურ მაღაზიებშიც. კომპანია უზუნველყოფს უფასო მიწოდებას და აუცილებლობის შემთხვევაში უკან დაიბრუნებს პროდუქტს სადღესასწაულო სეზონის დასრულებამდე. 

შემოთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ Microsoft Store-ზე: https://bit.ly/2TpHz8M 

Posted

მშვენიერი ფასდაკლებებია

 

15,6-დუიმიანი MSI GL63 Windows 10 გეიმინგ ლეპტოპი - 120 აშშ დოლარად; 

ეს მოდელი ვერ ვნახე იმ ფასდაკლების ლისტში. არამგონია ასე იაფად იყოს, არა?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.