Magdalena Posted October 11, 2018 Posted October 11, 2018 პორტალი Kotaku თავის წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ Microsoft-ის თამაშების განყოფილება უკვე ახლოს არის გარიგების გაფორმებასთან, რომლის შედეგადაც მიიღებს დამოუკიდებელ სტუდია Obsidian Entertainment-ს თავის მფლობელობაში. როგორც წყაროები იტყობინებიან, გარიგების მზაობის პროცესი თითქმის 90%-ზეა და მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია. როდესაც ჟურნალისტებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Microsoft-სა და Obsidian-ს ოფიციალური დადასტურება სთხოვეს, ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გავრცელებულ ხმებზე კომენტარებს არ გააკეთებენ. Obsidian Entertainment-ი ცნობილია შემდეგ თამაშებზე მუშაობით: Fallout New Vegas, Star Wars Knights of the Old Republic II, Alpha Protocol, Pillars of Eternity და Tyranny. პორტალ Kotaku-ს აზრით, Microsoft-ი დაინტერესებულია PC-თამაშების განვითარება-პოპულარიზაციით, და ამ როლისთვის Obsidian-ი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია კომპანიისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Microsoft-სა და Obsidian-ს უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება: მათ ერთად შექმნეს როლური Xbox One-პროექტი, სახელწოდებით - Stormlands, თუმცა, 2012 წელს შემოქმედებითი უთანხმოების გამო მასზე მუშაობა შეწყდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ: შეიცვალა Xbox-ის ხელმძღვანელობა. მოგახსენებთ, რომ Microsoft-მა მიმდინარე წლის ზაფხულში გახსნა ახალი სტუდია - The Initiative, აგრეთვე შეიძინა უკვე მოქმედი ოთხი სტუდია: Playground Games, Ninja Theory, Undead Labs და Compulsion Games, ასე რომ, კომპანიის სურვილი - თავის შემადგენლობაში მიიღოს Obsidian-ი, როგორც ძვირფასი და ღირებული შენაძენი- სავსებით კანონზომიერი და ადვილად სარწმუნო მოვლენაა. https://bit.ly/2yg2qm3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.