Jump to content

Recommended Posts

Posted

პორტალი  Kotaku თავის წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ Microsoft-ის თამაშების განყოფილება უკვე ახლოს არის გარიგების გაფორმებასთან, რომლის შედეგადაც მიიღებს დამოუკიდებელ სტუდია Obsidian Entertainment-ს თავის მფლობელობაში. როგორც წყაროები იტყობინებიან, გარიგების მზაობის პროცესი თითქმის 90%-ზეა და მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია. ოდესაც ჟურნალისტემა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Microsoft-სა და Obsidian-ს ოფიციალური დადასტურება სთხოვეს, ორივე კომპანიის წარმომადგენლება განაცხადეს, რომ გავრცელებულ ხმებზე კომენტარებს არ გააკეთებენ. 

image.jpeg

Obsidian Entertainment-ი ცნობილია შემდეგ თამაშებზე მუშაობით: Fallout New Vegas, Star Wars Knights of the Old Republic II, Alpha Protocol, Pillars of Eternity და Tyranny. პორტალ Kotaku-ს აზრით, Microsoft-ი დაინტერესებულია PC-თამაშების განვითარება-პოპულარიზაციით, და ამ როლისთვის Obsidian-ი ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია კომპანიისთვის.  

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Microsoft-სა და Obsidian-ს უკვე აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება: მათ ერთად შექმნეს როლური Xbox One-პროექტი, სახელწოდებით - Stormlands, თუმცა, 2012 წელს შემოქმედებითი უთანხმოების გამო მასზე მუშაობა შეწყდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ: შეიცვალა  Xbox-ის ხელმძღვანელობა. 

მოგახსენებთ, რომ Microsoft-მა მიმდინარე წლის ზაფხულში გახსნა ახალი სტუდია - The Initiative, აგრეთვე შეიძინა უკვე მოქმედი ოთხი სტუდია: Playground Games, Ninja Theory, Undead Labs და Compulsion Games, ასე რომ, კომპანიის სურვილი - თავის შემადგენლობაში მიიღოს Obsidian-ი, როგორც ძვირფასი და ღირებული შენაძენი- სავსებით კანონზომიერი და ადვილად სარწმუნო მოვლენაა.  

https://bit.ly/2yg2qm3

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.