Magdalena Posted October 4, 2018 Posted October 4, 2018 Microsoft-მა გადაწყვიტა Windows 10-ის პლატფორმისთვის განეახლებინა Surface სერიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი - Surface Pro. ეს არის პლანშეტისა და ლეპტოპის ჰიბრიდი. მისი ბოლო განახლებიდან თითქმის წელიწადნახევარია გასული, ამჟამინდელ სიახლეს კი წარმოადგენს მერვე თაობის Intel Core i პროცესორი და მოდელი mate შავ ფერში. ასევე, Microsoft Surface-ის განყოფილების უფროსი Panos Panay აცხადებს, რომ კომპანიამ მთლიანად შეცვალა Pro 6-ის შიდა კონსტრუქცია და, ჯამში, მოწყობილობა გახდა 67 %-ით უფრო ძლიერი წინა მოდელებთან შედარებით. განახლება შეეხო ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასაც. Microsoft-ის წარმომადგენლების თქმით, Surface Pro 6-ს შეუძლია იმუშაოს 13,5 საათი ავტონომიურ რეჟიმში (ვიდეოს ყურებისას). ცვლილებები არ შეეხო გარეგნულ დიზაინს, Surface Pro 6-ის გარეგნული სახე პრაქტიკულად არ შეცვლილა. მოწყობილობა იწონის 0,8 კგ-ს, აქვს 12,3 დუიმიანი სენსორული დისპლეი 2736 × 1824 გაფართოებით, აქვს 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, SSD ბარათის მოცულობა ვარირებს 128 გბ-დან 1 ტერაბაიტამდე. სამწუხაროდ, Surface Pro 6-ს აქვს იგივე ტიპის მიერთების საშუალებები, რაც ნიშნავს, რომ USB-C პორტის შესახებ უნდა დავივიწყოთ. საკვირველია, რომ Microsoft-ი ისევ გაურბის მის დამატებას თავის ფლაგმანურ პლანშეტზე, თუმცა Surface Go და Surface Book 2 წარმოგვიდგინა USB-C პორტით. Surface Pro 6-ს აქვს: USB 3.0 პორტი, Mini Display პორტი, Surface Connect, 3,5 მმ-იანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, Surface Type კონექტორი კლავიატურისთვის და პორტი MicroSDXC-სთვის. უსადენო მოდულები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1, 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა 1080p ვიდეო გადაღების მხარდაჭერით და სახის ამომცნობი ტექნოლოგიით - Windows Hello, 8-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ავტოფოკუსით, 1,6 ვატიანი სტერეოდინამიკები და ორი მიკროფონი. Surface Pro 6 ( მოდელი Core i5 პროცესორით, 8 გბ-იანი RAM-ითა და 128 გბ-იანი SSD-თი) ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდება 16 ოქტომბერს და მისი ღირებულება იქნება 899 $. წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია. https://3dnews.ru/976282 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.