Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-მა გადაწყვიტა Windows 10-ის პლატფორმისთვის განეახლებინა Surface სერიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი - Surface Pro. ეს არის პლანშეტისა და ლეპტოპის ჰიბრიდი. მისი ბოლო განახლებიდან თითქმის წელიწადნახევარია გასული, ამჟამინდელ სიახლეს კი წარმოადგენს მერვე თაობის Intel Core i პროცესორი და მოდელი mate შავ ფერში. ასევე, Microsoft Surface-ის განყოფილების უფროსი Panos Panay აცხადებს, რომ კომპანიამ მთლიანად შეცვალა Pro 6-ის შიდა კონსტრუქცია და, ჯამში, მოწყობილობა გახდა 67 %-ით უფრო ძლიერი წინა მოდელებთან შედარებით. 

image.jpeg 

განახლება შეეხო ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასაც. Microsoft-ის წარმომადგენლების თქმით, Surface Pro 6-ს შეუძლია იმუშაოს 13,5 საათი ავტონომიურ რეჟიმში (ვიდეოს ყურებისას). ცვლილებები არ შეეხო გარეგნულ დიზაინს, Surface Pro 6-ის გარეგნული სახე პრაქტიკულად არ შეცვლილა. 

მოწყობილობა იწონის 0,8 კგ-ს, აქვს 12,3 დუიმიანი სენსორული დისპლეი 2736 × 1824 გაფართოებით, აქვს 8 ან 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, SSD ბარათის მოცულობა ვარირებს 128 გბ-დან 1 ტერაბაიტამდე. 

image.jpeg 

image.jpeg 

სამწუხაროდ, Surface Pro 6-ს აქვს იგივე ტიპის მიერთების საშუალებები, რაც ნიშნავს, რომ USB-C პორტის შესახებ უნდა დავივიწყოთ. საკვირველია, რომ Microsoft-ი ისევ გაურბის მის დამატებას თავის ფლაგმანურ პლანშეტზე, თუმცა Surface Go და Surface Book 2 წარმოგვიდგინა USB-C პორტით.  

image.jpeg 

Surface Pro 6-ს აქვს: 

  • USB 3.0 პორტი,  

  • Mini Display პორტი, 

  • Surface Connect,  

  • 3,5 მმ-იანი კონექტორი ყურსასმენებისთვის, 

  • Surface Type კონექტორი კლავიატურისთვის და  

  • პორტი MicroSDXC-სთვის.  

  • უსადენო მოდულები Wi-Fi 802.11ac და  Bluetooth 4.1,  

  • 5-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა 1080p ვიდეო გადაღების მხარდაჭერით და სახის ამომცნობი ტექნოლოგიით - Windows Hello, 

  • 8-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა ავტოფოკუსით 

  • 1,6 ვატიანი სტერეოდინამიკები და  

  • ორი მიკროფონი. 

image.jpeg 

Surface Pro 6 ( მოდელი Core i5 პროცესორით, 8 გბ-იანი RAM-ითა და 128 გბ-იანი SSD-თი) ამერიკულ ბაზარზე გამოჩნდება 16 ოქტომბერს და მისი ღირებულება იქნება 899 $. წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.