Jump to content

Recommended Posts

Posted

დიდი ხანია დადიოდა თავად Microsoft-ისგან ხმები, რომ კონსოლი Xbox One მიიღებდა კლავიტურისა და მაუსის მხარდაჭერა. და ბოლოს, გაშვებიდან 5 წლის შემდეგ, ოფიციალურად გაჟღერდა ფიციალური ანონსი პერსონალური კომპიუტერებისთვის ტრადიციული მანიპულატორების Xbox-სთვის დამატების შესახებ. ამის შესახებ Inside Xbox-ის ბოლო ეპიზოდში განაცხადა Microsoft-ის თამაშების განყოფილების უფროსმა ფილ სპენსერმა (Phil Spencer). 

                            image.jpeg

პირველი თამაში, რომელიც ახალი ფუნქციებით გაეშვება, იქნება Warframe - მრავალი წლის განმავლობაში განვითარებული უფასო MMO (Massively multiplayer online) თამაში. ტესტირება შედგება ოქტომბერში, Xbox Inside-ს ფარგლებში. მაუსისა და კლავიატურის მხარდაჭერის საკითხი არ განიხილება ყველა თამაშზე. 

                            image.jpeg

სპენსერის განაცხადის მიხედვით, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ უფრო დიდი გარემო გახდეს ხელმისაწვდომი Xbox One-სთვის. „არ ღირს მოლოდინი, რომ პლატფორმაზე ყველა თამაშს ექნება მაუსისა და კლვაიატურის მხარდაჭერა, - ხაზი გაუსვა მან, - საუბარია მწარმოებლების არჩევანზე. ეს ინსტრუმენტები თამაშების შემქმნელებისთვისაა. გვაქვს გარკვეული პროექტები, რომლებიც საჭიროებენ კლავიატურისა და მაუსის მხარდაჭერას. თუ ამ ინსტრუმენტებს დავუმატებთ მწარმოებლებს, პლატფორმაზე უფრო და უფრო მეტი ამგვარი თამაში გამოჩნდება“. 

                            image.jpeg

სპენსერმა  განაცხადა, რომ Xbox One-ზე იმუშავებს USB-თავსებადი მაუსები და კლავიატურები, მან აგრეთვე დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ კომპიუტერული პერიფერიების მწარმოებელი Razer-ი მუშაობს Microsoft-თან Xbox One-ისთვის ექსკლუზიური კლავიატურისა და მაუსის შექმნაზე. სიახლის შესახებ მეტი დეტალის გასაჯაროვებას Microsoft-ი გვპირდება ნოემბრისთვის X018-ის გამოფენაზე. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.