Magdalena Posted September 20, 2018 Posted September 20, 2018 Microsoft-ის ღონისძიება ოქტომბრის პირველ კვირაშია დაგეგმილი და მოხმარებლები ელიან Surface-ს ლაინაფთან დაკავშირებულ სიახლეებს. როგოც ჩანს, Thurrott-იც ადასტურებს, რომ ვიხილავთ ახალ Surface Pro-სა და Surface ლეპტოპს კლასიკურ შავ ფერში. ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ განახლდება პროცესორები (სავარაუდოდ, Intel Whisky Lake-ის ჩიპები). ინტერესის გაღვიძების მიზნით, MySmartPrice აქვეყნებს შავი Surface-ის ფოტოებს: ამ დროისთვის ამ სიახლეების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა არის მოლოდინი, რომ ახალ Surface Pro-სა და Surface ლეპტოპს ექნება USB Type-C, ისევე როგორც Surface Go-სა და Surface Book 2-ს. უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, თუკი Microsoft-ის ახალ პროდუქტებს Thunderbolt 3-ით მივიღებთ (Thunderbolt-ი შემუშავებულ იქნა ერთი სადენით მონაცემთა ყველაზე სწრაფი გადაცემისა და ვიდეოების გაშვების უფრო მეტი შესაძლებლობების მიზნით. ამ დროისთვის არსებული ყველაზე დიდი მიღწევა - Thunderbolt 3 მუშაობს 40 გბ/წმ სიჩქარით ერთი კომპაქტური პორტით). Thurrott აგრეთვე ვარაუდობს, რომ სიახლის წარდგენა მოხდება იქვე და იმ დროს, სადაც Microsoft-ი გაგვაცნობს Surface Go-ს ვარიანტს LTE შესაძლებლობებით. ღონისძიებისგან მომხმარებლები ასევე ელიან Windows 10-ის მომავალ განახლებას, შეგახსენებთ, რომ ივენთი 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი. https://www.tomshardware.com/news/black-surface-pro-surface-laptop,37799.html 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.