Jump to content

Recommended Posts

Posted

Microsoft-ის ღონისძიება ოქტომბრის პირველ კვირაშია დაგეგმილი და მოხმარებლები ელიან Surface- ლაინაფთან დაკავშირებულ სიახლეებს. როგოც ჩანს, Thurrott-იც ადასტურებს, რომ ვიხილავთ ახალ Surface Pro-სა და Surface ლეპტოპს კლასიკურ შავ ფერში. 

ანგარიშში ასევე საუბარია იმაზე, რომ განახლდება პროცესორები (სავარაუდოდ, Intel Whisky Lake-ის ჩიპები). ინტერესის გაღვიძების მიზნით, MySmartPrice აქვეყნებს შავი Surface-ის ფოტოებს: 

surf.jpgsurface.jpg

ამ დროისთვის ამ სიახლეების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა არის მოლოდინი, რომ ახალ Surface Pro-სა და Surface ლეპტოპს ექნება USB Type-C, ისევე როგორც Surface Go-სა და  Surface Book 2-. უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, თუკი Microsoft-ის ახალ პროდუქტებს  Thunderbolt 3-ით მივიღებთ (Thunderbolt- შემუშავებულ იქნა ერთი სადენით მონაცემთა ყველაზე სწრაფი გადაცემისა და ვიდეოების გაშვების უფრო მეტი შესაძლებლობების მიზნით. ამ დროისთვის არსებული ყველაზე დიდი მიღწევა - Thunderbolt 3 მუშაობს 40 გბ/წმ სიჩქარით ერთი კომპაქტური პორტით). 

Thurrott აგრეთვე ვარაუდობს, რომ სიახლის წარდგენა მოხდება იქვე და იმ დროს სადაც Microsoft- გაგვაცნობს Surface Go- ვარიანტს LTE შესაძლებლობებით. 

ღონისძიებისგან მომხმარებლები ასევე ელიან Windows 10-ის მომავალ განახლებას, შეგახსენებთ, რომ ივენთი 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.