Magdalena Posted September 18, 2018 Posted September 18, 2018 საბაზრო შეფასების კუთხით Microsoft-მა პირველად გაასწრო Google-ს (Alphabet) სამი წლის განმავლობაში, იტყობინება CNBC. დღესდღეობით Microsoft-ი შეფასებულია 753 მლრდ დოლარად, იმ დროს, როდესაც Alphabet-ი (გუგლის მშობელი კომპანია) ფასდება 739 მლრდ დოლარად. ამის გათვალისწინებით, Microsoft-ი აღმოჩნდა რიგით მესამე მსოფლიოში არსებული ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, Apple-სა და Amazon-ის შემდეგ. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს ვითარება დროებითია. Google და Microsoft-ი მუდმივად იცვლიდნენ პოზიციებს ერთმანეთთან მიმართებაში წლების განმავლობაში. ასეა თუ ისე, დღევანდელი მდგომარება კარგად აჩვენებს, თუ როგორ გააუმჯობესა Microsoft-მა თავისი აქციების ფასები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. Microsoft-ის აქციების ღირებულება ორნახევარზე მეტჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა Satya Nadella-მ. მან მოახდინა Microsoft-ის ორიენტირის მიმართვა კროსპლატფორმული ტექნოლოგიების, Cloud-ის, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლებისა და შერეული რეალობის ტექნოლოგიებისაკენ. Nadella-მ შეამცირა Microsoft-ის წარუმატებელი ძალისხმევა Windows Phone-სთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც Microsoft-ი საბაზრო ღირებულებით ისევ 923 მილიარდი დოლარით ჩამორჩება Apple-ს, რომელიც 923 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და Amazon-ს, რომლის საბაზრო ღირებულებაც 782 მილიარდს უტოლდება, მას გააჩნია მოქმედებებისა და ძალისხმევის ფართო სპექტრი, რომლთაგანაც შემოსავალს იღებს. Google თავისი შემოსავლის დაახლოებით 90%-ს სარეკლამო კამპანიისგან იღებს, Apple-ის შემოსავლის 60% iPhone-ზე მოდის. ბოლო კვარტალში, Microsoft-ის შემთხვევაში მონაცემები ასეთია : კორპორაციის შემოსავლის დაახლოებით 35 % მოდის Windows-ზე, Surface-სა და თამაშებზე, Cloud-ზე დაახლოებით 30%, Office-სა და მწარმოებლურობაზე კი - 30%-ზე მეტი. ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კომპანიის Cloud ბიზნესი გაორმაგდება უახლოეს რამოდენიმე წელიწადში, რათა ხელი შეუწყოს კომპანიას - მიაღწიოს 1 ტრილიონ დოლარ საბაზრო ღირებულებას. www.theverge.com 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.